სტუდია Deck13-მა გამოუშვა The Surge-ს ახალი კინემატოგრაფიული თრეილერი სახელწოდებით “ცუდი დღე ოფისში” რომლიდანაც თამაშის გამოსვლის თარიღიც გვამცნო,თამაში გამოვა წელს მაისის თვეში.
თამაშში მოქმედება მომავლის დედამიწაზე ხდება სადაც, აუტანელი უმუშევრობა სუფევს რადგან ნებისმიერ ელემენტარულ ფუნქციასაც კი რობოტები ასრულებენ.
თამაშის მთავარი გმირი უორენი არის კომპანია CREO-ს თანამშრომელი.სპეციალური ეგზოკოსტიუმის მონტაჟის დროს მოხდება რაღაც გაუთვალისწინებელი და ხელოვნური ინტელექტი რომელიც ელექტრონულ მოწყობილობებს მართავს ყველა რობოტს მომართავს თქვენს გასანადგურებლად.თქვენი ერთადერთი საფიქრალი კი ისაა რომ იპოვოთ გზა ამ არეულობიდან თავის დასაღწევად.
თამაში გამოდის მაისის თვეში PC, PS4 და Xbox One პლათფორმებზე.