Pillars of Eternity II : Deadfire
სტუდია Obsidian Entertainment ცნობილია ისეთი RPG თამაშებით, როგორიცაა Neverwinter Nights-ის ტრილოგია, Fallout : New Vegas, ასევე წარმატებული Kickstarter პროექტით Pillars of Eternity (ადრე "Project Eternity"), რომელიც იყო ძველებური სტილის RPG თამაშების "revival" და რომელზეც დაფუძნებული იყო სტუდიის შემდეგი თამაში - Tyranny.
#1 პირველი Pillars of Eternity იყო უპრეცენდენტო Kickstarter წარმატება.
თავდაპირველ Pillars of Eternity -ში თქვენი პერსონაჟი იყო ციხესიმაგრე კაედ ნუას მფლობელი და ზედამხედველი, რომელსაც მოჩვენებათა სამყაროს დანახვაც შეეძლო. მეორე ნაწილშიც ასეა და ბრუნდება რამდენიმე ძველი პერსონაჟიც. ამჯერად სიუჟეტის მთავარი ბოროტმოქმედი არის გამწარებული ღმერთი ეოთასი. ის ბევრს მკვდარი ეგონა, მაგრამ თამაშის დასაწყისშივე მიწისქვეშეთიდან ამოდის, ანადგურებს კაედ ნუას და მთავარ გმირს თითქმის მოკლავს კიდეც. თქვენი მისია იქნება ეოთასის დაჭერა და მისგან პასუხების მიღება.
Pillars of Eternity II : Deadfire-ში თქვენ შეგიძლიათ წინა თამაშის სეივების დაიმპორტება და იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამ თავგადასავალზეც ექნება გავლენა. სიქველში დაპირებულია უფრო მეტი საბრძოლო spell, ახალი მტრები, ახალი გარემოებები. ასევე გაუმჯობესებული ვიზუალები (შეგიძლიათ სკრინშოტებსაც დააკვირდეთ), უფრო ცოცხალი სამყარო და დინამიური ამინდის სისტემა.
საბრძოლო სისტემის მიმოხილვა Pillars of Eternity II-დან.
crowdfunding კამპანია ამჯერად ტარდება Fig.co-ზე და საჭიროა 1,100,000 $-ის მოპოვება. ინიციატივა ახლახანს იყო წამოწყებული, თუმცა პროექტმა გეიმერები იმდენად დააინტერესა, რომ უკვე შეგროვდა 800,000 $-ზე მეტი. დარჩა კიდევ 28 დღე. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალური ლოგო და სკრინშოტები.
#1 პირველი Pillars of Eternity იყო უპრეცენდენტო Kickstarter წარმატება.
თავდაპირველ Pillars of Eternity -ში თქვენი პერსონაჟი იყო ციხესიმაგრე კაედ ნუას მფლობელი და ზედამხედველი, რომელსაც მოჩვენებათა სამყაროს დანახვაც შეეძლო. მეორე ნაწილშიც ასეა და ბრუნდება რამდენიმე ძველი პერსონაჟიც. ამჯერად სიუჟეტის მთავარი ბოროტმოქმედი არის გამწარებული ღმერთი ეოთასი. ის ბევრს მკვდარი ეგონა, მაგრამ თამაშის დასაწყისშივე მიწისქვეშეთიდან ამოდის, ანადგურებს კაედ ნუას და მთავარ გმირს თითქმის მოკლავს კიდეც. თქვენი მისია იქნება ეოთასის დაჭერა და მისგან პასუხების მიღება.
“I used to dream that when my god came back, he would forgive us.That’s
the trouble with dreams. Sooner or later, we all have to wake up.”
საბრძოლო სისტემის მიმოხილვა Pillars of Eternity II-დან.
crowdfunding კამპანია ამჯერად ტარდება Fig.co-ზე და საჭიროა 1,100,000 $-ის მოპოვება. ინიციატივა ახლახანს იყო წამოწყებული, თუმცა პროექტმა გეიმერები იმდენად დააინტერესა, რომ უკვე შეგროვდა 800,000 $-ზე მეტი. დარჩა კიდევ 28 დღე. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალური ლოგო და სკრინშოტები.
UPDATE :
#2 ოფიციალური ლოგო და სკრინშოტები