"I love the smell of napalm in the morning"
ვისაც არ გინახავთ, ფილმის შინაარსის მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ - მოქმედება ხდება 1969 წელს, ვიეტნამის ომის პერიოდში. არმიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი კურცი ჭკუიდან შეიშლება, გახდება ერთ-ერთ მკვიდრი ტომის ბელადი და პრაქტიკულად წამოიწყებს საკუთარ კულტს. მთავარ გმირს,ვეტერან ბენჯამინ ვილარდს, კურცის მოკვლა ევალება .
#1 როგორც ვახსენეთ, გაქცეულმა პოლკოვნიკა თავის გარშემო კულტი დააარსა
პროექტზე მუშაობენ ინდუსტრიის გამოცდილი შემქმნელები, რომელთაც უმუშავიათ ისეთ თამაშებზე ,როგორიცაა Fallout : New Vegas, Wasteland 2, Torment , The Witcher, Planetside 2 და მეტი. თამაში დახასიათებულია, როგორც ფსიქოლოგიური survival-horror RPG, სადაც თქვენ მოგიწევთ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელსაც სიუჟეტის მსვლელობაზე გავლენა ექნება.
#2 კადრი Apocalypse Now-ს ერთ-ერთი ყველაზე იკონური სცენიდან.
პროექტს ჯამში სჭირდება 900,000 $, ჯერჯერობით კი მოგროვდა თითქმის 60,000 $. თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის - თანხის მოსაგროვებლად დარჩა კიდევ 28 დღე. ძალიან საინტერესო ინიციატივაა და რეალურად კარგი იქნებოდა მისი წარმატებით დასრულების ნახვა.