კომპანია Bethesda Softworks-მა წარმოადგინა ახალი სქრინები და გეიმფლეი თრეილერი ფანტასტიკური შუთერიდან Prey.კადრებზე ნაჩვენებია კოსმოსური სადგური “თალოს-1” სადაც თამაშის მთავარი გმირი მორგანი მუშაობს.
მოთამაშეებს Prey გადაიყვანს 2032 წელში სადაც კოსმოსურ სადგურზე ”თალოს-1” მიმდინარეობს კვლევები ადამიანური რასის გაუმჯობესების მიზნით.მოულოდნელად კი სადგურზე შემოიჭრებიან არამიწიერი არსებები მორგანს კი მოუწევს თავის გადასარჩენად იბრძოლოს ამ საშინელი არსებების წინააღმდეგ.
მათ ვინც თამაშს ახლავე შეუკვეთავს საჩუქრად მიიღებენ Cosmonaut Shotgun Pack-ს სადაც შედის ცეცხლსასროლი იარაღი Margrave-ს საჭირო საბრძოლო მასალით,3 ნეირომოდი ახალი შესაძლებლობების მისაღებად,2 პირველადი დახმარების ყუთი და კომპლექტი ახალი ინსტრუმენტებისა და იარაღების შესაქმნელად.
თამაში გამოდის 5 მაისს PC, PS4, და Xbox One პლათფორმებზე.