Days of War
Days of War იყო წარმატებული Kickstarter პროექტი, რომელიც პირდებოდა გეიმერებს ძველებურ, WWII-დროის შუტერს და 68,508 $-ით დაფინანსდა. გუშინდელი დღიდან დაწყებული, ის უკვე ხელმისაწვდომია Steam Early Access-ზე და შეგიძლიათ გამოსცადოთ.
რათქმაუნდა, Days of War -ისთვის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება იყო მასშტაბური 100-მოთამაშიანი ბრძოლები, მაგრამ გეიმერებს ცოტა ხნით ლოდინი მოუწევთ - ამჟამად შეგიძლიათ ითამაშოთ 32 მოთამაშემდე ტევადობის მატჩები. ომაჰას სანაპიროზე 100-მოთამაშიანი ბრძოლები კი გაიმართება ივენთის სახით 3-დან 5 თებერვლამდე.
შემქმნელი Driven Arts გვპირდება გამომწვევ, უნარზე და არა შანსზე დაფუძნებულ შუტერს. თვითონ თამაშის აღწერაშიც საინტერესოდ იყო დაწერილი: "In Days of War, bullets are what matter, not kill-streaks, not wall jumps, and certainly not drone strikes ordered from iPads.". ეს პროექტი აშკარად იყო შედგენილი იმ ფუტურისტული ტენდენციების საპასუხოდ, რაც დღევანდელ შუტერებში სუფევს.
კიდევ რამდენიმე საინტერესო დეტალი რომ ვთქვათ - crowdfunding კამპანიის პროცესში მოხერხდა რამდენიმე stretch goal-ის მიღწევა - კერძოდ, თამაშში ვიხილავთ ბრიტანულ და რუსულ არმიებსაც.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ Early Access-ის ტრეილერი და სურათები.