Friday, January 27, 2017

NVIDIA-ს ახალი განახლება პრობლემებს იწვევს


NVIDIA-ს ახალი, 378.49 განახლება ნამდვილი თავის ტკივილია. თამაშისთვის მზადმყოფი დრაივერი დაანონსდა, რომ იქნებოდა კარგად ოპტიმიზირებული ახალ Resident Evil 7-თან. როგორც ჩანს სადღაც იქ, მაღლა დეველოპერებმა აურიეს რაღაც და დრაივერი "გაუტრუხდათ." ზოგი მომხმარებელი იძახის, რომ თამაშის დროს არტიფაქტებს ხედავს, ზოგს არ შეუძლია გამოიყენოს Steam In-home Streaming-ი, ზოგს საერთოდ სიკვდილის ლურჯი ეკრანი უხტება, მოკლედ NVIDIA-მ დიდი შეცდომა დაუშვა ამ განახლებით.

"NVIDIA-ს უკანასკნელმა განახლებამ აურია სტიმის სისტემის რაღაც ნაწილი. გთხოვთ გადახვიდეთ 376.33 ვერსიაზე თუ ასე დაგჭირდათ. ჩვენ ვმუშაობთ NVIDIA-სთან რომ ეს პრობლემა გამოვასწოროთ."



სხვა პრობლემები შეგიძლიათ ნახოთ PCPerspective-ს ამ პოსტის კომენტარების სექციაში. ერთი მომხმარებელი იძახის, რომ მას ეკრანი გაუშავდა ინსტალაციის დროს, მეორე კი იძახის რომ ეს ნამდვილ არეულობას ქმნის GTX 980 Ti-ან სისტემაში.

Reddit-ის პოსტის ქვეშაც არის მთელი ზღვა საჩივრები პრობლემებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს ყველას აქვს პატარ-პატარა პრობლემები, როგორიცაა Stutter-ები, არტიფაქტები და შედარებით დიდი პრობლემა, სიკვდილის ლურჯი ეკრანი.



განახლება გამოშვებული იყო ახალი თამაშების ოპტიმიზირებისთვის, რომელიცაა, Connan Exiles, For Honor და Resident Evil 7: Biohazard. თუ თქვენ გაქვთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თამაში და არ იყენებთ Steam In-Game Hosting-ს, მაშინ შეგიძლიათ თამამად ჩაიწეროთ განახლება. ვენატუსი კი გირჩევთ, რომ დარჩეთ იქ, სადაც ხართ და დაელოდოთ შემდეგ განახლებას.

რეკლამა