Friday, January 27, 2017

ASUS-ის 240 ჰერციანი მონიტორი თებერვალში გამოვა


Asus-მა წინა წლის სექტემბერში დაანონსა 24.5 ინჩიანი 240ჰც გადატვირთვის სიხშირის მქონე მონიტორი. ეს ქმნილება უნდა  გამოსულიყო 2017 წლის დასაწყისისთვის.
მართლაც, Asus-მა თავისი დაპირება შეასრულა და კომპანია ახალ, Asus ROG Swift PG258Q-ს ამ წლის თებერვალში ჩაუშვებს გაყიდვაში.


                                    "Asus ROG Swift PG258Q-ს აქვს დაუჯერებლად სწრაფი                                                                                                                                     240 ჰერციანი ეკრანი, 2ჯერ სწრაფი ვიდრე 120 ჰერციანს."


სამწუხაროდ Asus-ს არ უთქვამს ზუსტი ინფორმაცია თარიღთან და ფასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ნამდვილად ის მონიტორია რომელსაც თვალი არ უნდა მოვაშოროთ. მონიტორისთვის 240 ჰერცი თანდაყოლილია და არ სჭირდება Overclock-ი.
მონიტორს ასევე მოყვება NVIDIA-ს G-Sync-ის მხარდაჭერა და აქვს ძალიან დაბალი, 1ms გამოხმაურების დრო.


ეკრანი არის FULL HD, და აქვს საშუალოზე მაღალი, 400nit ნათების ერთეული.
მონიტორს აქვს ერგონომიკული რეგურილების სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ მყიდველს აქვს შესაძლებლობა შეცვალს ეკრანის სიმაღლე 0 დან 120 მილიმეტრამდე, საყრდენი 0 დან 90 გრადუსამდე, თავის დასადები +50 დან -50 გრადუსამდე და გადახრა +20 დან -5 გრადუსამდე.


"თუ ერთხელ მაინც ითამაშებ 144 ჰერცზე, უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია."

რეკლამა