Friday, January 27, 2017

Civilization VI-ის მოდიფიკაციის და სახელოსნოს დამხმარე მექანიზმი ისევ მუშაობის პროცესშია




Civilization VI-ის მოდიფიკაციის დამხმარე მექანიზმი ისევ მუშაობის პროცესშია. კომპანია Firax-ის მარკეტოლოგმა, პიტერ მიურეიმ ტვიჩზე პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, რომ მათი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად სწრაფად გამოუშვან განახლება.


მიურეიმ ასევე გაკვრით ილაპარაკა Multiplayer-ში გუნდების დამატებაზე, რომელიც ძალიან მოთხოვნადია Civilization-ის მოთამაშეთა საზოგადოებაში. დიდი ხანია Firax-მა დაანონსა ეს განახლებები და მათგან არაფერი გვსმენია, თუმცა სიახლის ნაკლებობა იმას ნიშნავს, რომ ისინი ამაზე მუშაობენ და ჯერ არაფერია გაუქმებული.

რათქმაუნდა, დეველოპერებისგან დახმარების ნაკლებობის გამო ხალხს არ შეუწყვიტავს მოდიფიკაციების კეთება. თუ იმას გავითვალისწინებთ რამდენად გაიზარდა XCOM 2-ის მოთამაშეთა საზოგადოება დეველოპერების დახმარების შემდეგ, უნდა გვევარაუდა, რომ განახლება უფრო ადრე დაემატებოდა, თუმცა რატომღაც კომპანიამ თავი შეიკავა თავიდანვე ამ ფუნქციის ჩამატებისგან.

სრული სტრიმი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

რეკლამა