Sunday, January 29, 2017

Mass Effect : Andromeda - არანაირი ქროს-ფლეი, unlocked FPS და მეტი

  

"To infinity, and beyond!"

      BioWare-ის გუნდის წევრები ამ დღეებში დაკავებულნი იყვნენ ფანების კითხვებზე პასუხით და გაირკვა რამდენიმე ახალი დეტალი.
      ბოლო დროს PC თამაშებში ვრცელდებოდა ერთი ცუდი ტენდენცია - შეზღუდული (capped) Frame Rate. ამ შემთხვევაში PC გეიმერებისთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს - Mass Effect : Andromeda - ში მსგავს რამეს არ ვიხილავთ, FPS არ იქნება შეზღუდული. დანარჩენი ორი სიახლე ეხება multiplayer რეჟიმებს - ეს იქნება P2P, როგორც Mass Effect 3-ის შემთხვევაში და ქროს-ფლეის მხარდაჭერა არ ექნება (Gears of War 4-ისგან განსხვავებით).
 

 
       სხვა სიახლეებს რაც შეეხება, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ახალგამოსულ ტრეილერს, სადაც გაეცნობით Pathfinder-ს და მის გუნდს. იხილეთ ქვემოთ :


 
 

რეკლამა