Saturday, January 28, 2017

Conan Exiles-ს Denuvo-ს დაცვა ექნება

Funcom-მა დღეს დილით მათ ახალ თამაშზე, Conan Exiles-ზე რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. Funcom-ის საზოგადოებსთან ურთიერთობის მენეჯერმა ჯენს ერიკ ვაალერმა უპასუხა არაერთ ფანების მიერ დასმულ შეკითხვას, მათ Subreddit-ზე.

პირველად, მათ ილაპარაკეს ანტი-პირატულ და ჩეთერებისგან დავცვის სისტემაზე.
Conan Exiles-ი გაეშვება ადრეული წვდომის რეჟიმში, Denuvo-ს ანტი-პირატული დაცვით და Battle-Eye-ს ანტიჩეთით.ჩვენ ვიყენებთ ამ ინდუსტრიაში ფარდოთ გავრცელებულ მეთოდებს რათა ვებრძოლოთ პირატობას და ჩეთერებს. მიზანი მარტივია : ჩვენ გვსურს დავიცვათ ის ნიჭი და ძალისხმევა რომელიც თამაშში იხარჯება. ჩვენ გავტესტეთ ამ სერვისის ზემოქმედება თამაშზე და გავარკვიეთ, რომ ეს სერვისები არ მოქმედებენ ნეგატიურად . არ ინერვიულოთ, ეს არ ააფეთქებს თქვენს SSD-ს, არ მოიპარავს თქვენს ინფორმაციას და ეს არ შეუშლის ხელს მოდიფიკაციების კეთებას. ასევე, ანტი-ჩეთი სავალდებულოა მხოლოდ ოფიციალურ სერვერებზე. ვიმედოვნებ რომ ეს პასუხები ფარდას ახდის ყველაფერს. ჩვენ ვკითხულობთ ყველაფერს რასაც პოსტავთ და მადლობას გიხდით გამოხმაურებისთვის.

შემდეგ მათ ილაპარაკეს ინტერნეტის პრობლემაზე, რომელიც მოხდა წინა კვირის პირდაპირი ჩართვის დროს

ჩვენ გავიგეთ რამ გამოიწვია ინტერნეტის პრობლემა წინა კვირის სტრიმის დროს. ჩვენ ბევრ ბილდს გავდივართ დღის განმავლობაში, როცა ნელ-ნელა გაშვებას ვუახლოვდებით. ერთ-ერთმა ბილდმა აჩვენა აქამდე არნახული პრობლემა რომელსაც მალე მივხედავთ. წინა კვირის შემდეგ ჩვენ უამრავი პრობლემა გამოვასწორეთ და ასევე გავაგრძელებთ. მადლობა.

Futcom-მა ასევე გააკეთა კომენტარი ბრძოლის და AI სისტემაზე

ბრძოლის სისტემა და AI არის ორი რაღაც, რაზეც განუწყვეტლივ ვმუშაობთ. ჩვენ ვიცით ამ ორთან დაკავშირებით არსებული პრობლემები და ვმუშაობთ მათ განვითარებასა და გამოსწორებაზე. ჩვენ ვკითხულობთ ყველა თქვენ კონსტრუქციულ გამოხმაურებას და მიგვაქვს გუნდის გულში, სადაც დეველოპერების გუნდი მუშაობს საკითხებზე, რომელსაც გამოსწორება სჭირდება.

ნახეთ დეველოპერების პირდაპირი ჩართვა აქ

რეკლამა