Sunday, January 29, 2017

"ბოროტების სავანე" ცხრა ნულიან ნიშნულთან



"ბოროტების სავანე: დასკვნითი თავი" უკვე კინოთეატრებშია. ეს ფილმის ისტორიაში უკანასკნელი სერია იქნება. ვარაუდობენ, ეს სწორედ ის ნაწილი იქნება, რომელიც მთლიანი სიქველის შემოსავალს მილიარდი დოლარის ხაზს გადააკვეთინებს. Deadline Reports-ის სტატიის მიხედვით, ფილმმა უკვე გადააჭარბა 35 მილიონ დოლარს იაპონიაში და კვირამდე მსოფლიოს მასშტაბით კიდევ 70 მილიონს გააკეთებს. ამ რაოდენობის თანხა 6 სერიიან ტრილოგიას ცხრა ნულზე აიყვანს.

სონის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ჯოშ გრინსტეინმა Deadline-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოროტების სავანე ნამდვილი მსოფლიო მოვლენაა.

5 წელი გავიდა ბოლო ფილმის გამოსვლიდან და ჩვენი ფანების გუნდი მაინც მოუთმენლად ელოდება ახალ ფილმს. Screen Gems-მა შექმნა შექმნა ყველაზე მაღალშემოსავლიანი თამაშზე დაფუძნებული ფილმი. 

Sony უკვე აღნიშნავს მილიარდ დოლარიან ნიშნულზე გადაბიჯებას. მათ საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც მათ ფანებს "მილიარდ მადლობას" უხდიან.

აი რა შემოსავალი ქონდა ყველა ბოროტების სავანის ფილმს:


#1 Resident Evil: Afterlife -- $296.2m
#2 Resident Evil: Retribution -- $240.6m
#3 Resident Evil: Extintion -- $147.7m
#4 Resident Evil: Apocalypse -- $129.4m
#5 Resident Evil -- $102.4m

რეკლამა