Don't Breathe-თან ასოცირებულ კონფერენციაზე სემ რეიმიმ (Evil Dead-ის სერიისა და Spider Man-ის ტრილოგიის რეჟისორი) აუდიენციის ერთ-ერთი წევრის შეკითხვაზე The Last of Us-ის ფილმის ადაპტაციის შესახებ არც თუ ისე დამაიმედებელი პასუხი გასცა.
რეიმის თქმით, რომელიც ფილმის პროდიუსერია, TLOU-ს დეველოპმენტი ჯერჯერობით "გაყინულია", ხოლო მას ლიცენზიაზე შეზღუდული კონტროლი გააჩნია. ადრე კი, ნეილ დრუკმანის (თამაშის კრეატიული რეჟისორი და ფილმის მეორე პროდიუსერი) განცხადებით, სკრიპტი დიდი ხნის წინ მზად იყო, თუმცა პროექტზე მუშაობა უკვე წელიწად-ნახევარია არ მიმდინარეობს. ნახსენები იყო ასევე Sony-სთან მიმდინარე უთანხმოებები, რაც შეიძლება ამ პრობლემის კატალოზატორი ყოფილიყო.
ვიდეოთამაშების ეკრანულ ადაპტაციებს აქვთ, ყველამ იცის, ძალიან ცუდი ისტორია, მაგრამ აქ მთლად იმედის დაკარგვაც არ ღირს. ველით, სანამ ფილმის სტატუსი განახლდება. Until then,stay tuned!