უკვე რამოდენიმე თვეა რაც გეიმერები სულმოუთქმენლად ველოდით განახლებული და შემქმნელების თქმით ბევრად მძლავრი კონსოლის PS4 Pro-ს გამოსვლას,ხოდა როგორც უკვე იცით რამოდენიმე დღეა კონსოლი მოევლინა სამყაროს და რამდენად გაამართლა ის იმედები რაც გეიმერებს კომპანიამ მოგვაწოდა მის გამოსვლამდე ეს უკვე ეჭვქვეშ დადგა სამწუხაროდ.
როგორც ირკვევა PS4 Pro ვერსიას სერიოზული პრობლემა აქვს რადგან ამასთან დაკავშირებით Playstation-ის ფორუმი ააფეთქეს მომხმარებლებმა და რას წერენ ისინი ალბათ გაინტერესებთ.როგორც ირკვევა კონსოლს აქვს პრობლემა გამოსახულებასთან დაკავშირებით. მომხმარებლები აღნიშნავენ რომ მათი კონსოლი ტელევიზორზე შეერთებისას კარგავს გამოსახულებას და ხან აჩვენებს და ხანაც არა.
LG, Samsung, Sony, Philips და Vizio,ესენია მწარმოებლები რომლის ტელევიზორებთანაც აქვს პრობლემა ახალ კონსოლს.
პრობლემას Sony აღიარებს და აპირებს მაშტაბური განახლების გაკეთებას რომელიც გამოასწორებს კონსოლის პრობლემას.ამ ეტაპზე კი კონსოლის მფობელები უნდა მოიქცნენ შემდეგნაირად.
გადატვირთონ კონსოლი და შეცვალონ HDCP ციფრული უფლებების პარამეტრები 2.2-დან 1.4-მდე.მაგრამ HDCP 1.4-ზე გადაყვანის შემდგომ ზოგიერთი პროგრამას კონსოლი 4კ გაფართოებაში ვერ გაუშვებს.
სამწუხაროდ არ მგონია რომ ეს HDCP 1.4 პარამეტრები რამეს გამოასწორებენ საფუძვლიანადამიტომ და ალბათ ერთადერთი იმედი ახალი განახლების მოლოდინია რომელსაც კონსოლი მიიღებს.ისე კი ალბათ ჯობდა კიდევ ერთი წელი მოეცადათ და მერე დაეწყოთ კონსოლის გაყიდვები.