პირველი Dishonored იყო, როგორც ყველას მოგეხსენებათ, 2012 წლის მოულოდნელი ჰიტი - კარგი გაყიდვები, მრავალი ჯილდო და ნომინაცია და 90-ის გარშემო მერყევი Metascore თითო პლატფორმაზე. ის არაერთი რამით გამოირჩეოდა - ორიგინალურად შერჩეული და კრეატიულად რეალიზებული ატმოსფერო, საინტერესო ხელოვნური სტილი და ,თამაშის ყველაზე დიდი "საიდუმლო იარაღი" - თავისუფალი გეიმპლეი. ეს იყო გეიმერებისთვის ერთგვარი sandbox მტრების ექსპლუატაციის ახალი გზების საპოვნელად.
#1 მამა და შვილი
მეორე ნაწილი უკვე გამოსულია, თუმცა განხილვები გვიან მოვიდა (Bethesda-ს მიერ შემოღებული ახალი წესის გამო, რომლის თანახმად განმხილველები შედარებით გვიან მიიღებენ თამაშების ასლებს). Metacritic-ზე ჯერჯერობით მხოლოდ 16 შეფასება დაიდო, მაგრამ ნიშანი , სავარაუდოდ, დიდად არ შეიცვლება. კარგი ამბავია, რომ ეს სიქველი ყველას მოსწონს - 90 და 91 ქულა PC-სა და PS4-ზე, შესაბამისად. ეს არის სერიის უფრო ღრმა, სრულყოფილი გამოშვება.
#2 ახალი ოპონენტები
Dishonored 2 მიჰყვება სიქველებისთვის შედარებით "კონვენციონალურ" გზას - უფრო ფართო, მრავალფეროვანი და წინა ნაწილის ძლიერ მხარეებზე ორიენტირებული. ამ შემთხვევაში ეს სტრატეგია რეალურად კარგი არჩევანია. განმხილველები გიჟდებიან იმ ღრმა, მრავალფეროვან და საკმაოდ რთულ გეიმპლეიზე , რომლითაც პირველი Dishonored თანამედროვე კლასიკა გახდა. ამჯერად კი გვაქვს 2 არჩევადი პერსონაჟი (კორვო და მისი შვილი, ემილი) ერთმანეთისგან განსხვავებული შესაძლებლობებით. ასევე, გაუმჯობესებული გრაფიკა უნიკალურ ხელოვნურ სტილთან ერთად აცოცხლებს სტიმპანკურ/დიზელპანკურ კარნაკას, რომელიც გამოირჩევა დინამიური ამინდით და დამაინტრიგებელი ატმოსფეროთი. ერთ-ერთი მოწონილი ელემენტია ასევე ლეველების დიზაინი - მაგ. ე.წ. "Clockwork Mansion".
#3 კარნაკას ქალაქი რეალური სანახაობაა.
ჯერჯერობით ერთადერთი მინუსი ჩანს თამაშის ცუდი ოპტიმიზაცია PC-ზე, თუმცა Bethesda-მ 3 დღის წინ განაცხადა, რომ პატჩი მზადებაშია.