Monday, October 3, 2016

No Man's Sky-ს უჩივიან

ალბათ ყველას გვეცნობა თამაში სახელწოდებით "No Man's Sky"
თამაში, რომელიც 2016 წლის ყველაზე დიდ იმედგაცრუებად ითვლება. თამაშმა დიდი გზა განვლო,  მილიონობით გაყიდული ეგზემპლარიდან დღეში მხოლოდ 1000 მოთამაშემდე. ეს ყველაფერი არ არის, მიუხედავათ იმისა რომ Hello Games და Valve შეთანხმდნენ, რომ მოთამაშეებს შეუძლიათ თამაში დააბრუნონ ნებისმიერ შემთხვევაში და უკან მიიღონ დახარჯული ფული, მათ წინააღმდეგ მაინც აღძრა საქმე დამოუკიდებელმა კომპანიამ "United Kingdom Advertising Standards Authority".
მათ გამოიკვლიეს ყველა რეკლამა, თამაშში გადაღებული სურათი თუ მწარმოებლის მიერ გაცემული დაპირება და ჩამოთვლილი სია გაასაჩივრეს :

ვიდეოებიდან:

ინტერფეისის დიზაინი
ხომალდის ფრენის სისტემა (ფორმაცია, მიწასთან ახლოს ფრენა)
ცხოველების სისტემა ( ჯოგებში მოძრაობა, წყალში ქმედება, რეაქცია შემოგარენზე)
დიდი სკალის კოსმიური ბრძოლები
შენობები როგორც ვიდეოებშია
წყლის დინება
გალაქტიკის ჩატვირთვის სიჩქარე
დამიზნების სისტემა

სურათებიდან :
ქმნილებების ზომა
A.I დრონების და ხომალდების ქმედებები
შენობები როგორც სურათებშია

და ბოლოს, თამაშის გრაფიკული მხარე.
"ASA" დაუკავშირდა როგორც Valve-ს ასევე Hello Games-ს და შეატყობინა მათ ამ აღმოჩენების შესახებ. ორივე კომპანიას აქვს საშუალება. რომ მოცემულ დროში წაშალონ არასწორი ვიდეოები და In-Game სურათები (მოიცავს თამაშის ტრეილერებსაც). თუ ორივე კომპანია მოიქცევა ასე, აღარ მოხდება სასამართლოში საჩივრის შეტანა.
Hello Games-ს აქვს ასევე ალტერნატიური გზა, მათ შეუძლიათ გამოუშვიან Patch-ი და მიუახლოვონ თამაშის კონკრეტული სტადია იმას, რაც უნდა ყოფილიყო ვიდეოებიდან და სურათებიდან გამომდინარე. თუმცა ალბათ ყველა ხვდებით რომ ეს ასე არ მოხდება.

საბოლოო ჯამში, თამაშში გამოსწორებების მაგივრად ვხედავთ მხოლოდ შემქმნელი, Sean Murray-სგან ლანძღვას, რომ ყველანი ვინც თამაშის დაბრუნება მოახდინა არის ქურდი. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.



ამ ყველაფერს რათქმაუნდა აქვს დადებითი მხარეც, ინტერნეტი გაგიჟდა და რათქმაუნდა Sean Murray მოაქცია მიმების და პაროდიების ქარ-ცეცხლში. ქვემოთ არის 2 მაგალითი:





და ვიდეო : 
თქვენთვის წერდა და No Man's Sky-ს დასცინოდა, თქვენი მონა მორჩილი Invisibru.


რეკლამა