თამაშის მოკლე მიმოხილვა : ეს არის მუსიკალური rail შუტერი (ანუ დასკრიპტული მოძრაობით) , სიუჟეტი ვითარდება კომპიუტერულ სამყაროში და თამაშის უმთავრესი "hook" არის მისი აუდიოვიზუალური გამოცდილება - ფერები, კონტრასტი, რიტმი და ა.შ.
Rez Infinite დაანონსდა 2015 წლის დეკემბერში. ახლა, Tokyo Game Show-ზე, კრიტიკოსებმა იგი გასინჯეს VR-ში. შედეგები? ერთი სიტყვით : ისინი მასზე გიჟდებიან.
IGN - "პირველი მაგალითია, სადაც VR-სა და არა-VR-ს შორის დიდი განსხვავება ვიგრძენი"
The Verge - "მოძრაობა ბევრი VR-დეველოპერისთვის პრობლემაა, მაგრამ აქ ყველაფერი მოგვარებულია"
Engadget - "Rez Infinite აუმჯობესებს ისედაც ძალიან ჩამთრევ გამოცდილებას"
Kotaku - "Area X მოკლეა, დაახლოებით 20-წუთიანი, მაგრამ ყოველი წამი ღირს"
გამოვიდა ასევე Area X-ის გეიმპლეი ვიდეო, რომელიც შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.
Rez Infinite გამოდის 13 ოქტომბერს, PS VR-თან ერთად.