Thursday, September 22, 2016

Forza Horizon 3 - პირველი შეფასებები და სკრინშოტები

   Forza Horizon არის ცნობილი სერიის open world სპინოფი, რომელმაც წლების მანძილზე ფანების გულში სპეციალური ადგილი დაიმკვიდრა - მხიარული Horizon ფესტივალი, ლამაზი გრაფიკა, თავისუფლება - რა არ არის მოსაწონი?
  მალე XONE-ზე და 27 სექტემბერს PC-ზეც გამოვა Forza Horizon 3. კრიტიკოსთა შეფასებები უკვე შემოსულია - და ეს არის სერიის ისტორიაში უმაღლესი ნიშნები .91-იანი Metascore პრაქტიკულად კლასიკის სტატუსის გარანტიას იძლევა.
  განსაკუთრებული "high point"-ებია მისი აუდიო-ვიზუალური პრეზენტაცია (თუმცა 30 FPS XONE-ზე), კონტენტის რაოდენობა, ძლიერი "Drivatar" ხელოვნური ინტელექტის სისტემა, პერსონალიზაცია, მანქნების არჩევანი, გარემოებრივი მრავალფეროვნება და მეტი - ეს არის სარბოლო გამოცდილება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
  და რა არის მესამე ნაწილში ახალი? 4-მოთამაშიანი კოოპერატივი, გაფართოვებული პერსონალიზაცია (მათ შორის სიმღერების დამატება შეგიძლიათ), 350+ ავტომობილი. ბრუნდება PvP რეჟიმიც.
  ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ თამაშის სკრინშოტები. მათ შორის არის 1 პატარა სიურპრიზი - გირჩევთ კარგად დაუკვირდეთ!
 

 

რეკლამა