ვუკონგი
მაიმუნების მეფე
შუა ქაოსისას, როდესაც რუნების ომი(Rune Wars) მიმდინარეობდა,
უზარმაზარი "რუნსტოუნი" (Runestone) დაიკარგა ჯუნგლებში.
ის რამოდენიმე საუკუნე ხელშეუხებლივ იდო და მაგიას ასხივებდა გარშემო, რამაც იქაურ ცხოველებზე ზეგავლენა მოახდინა. რამოდენიმე მაიმუნზე გაცილებით მეტი ზეგავლენა ჰქონდა ქვას, ისინი თაყვანსაც კი სცემდნენ მას.
მაიმუნების ლიდერს, ბრძენს, სწამდა რომ მას შეეძლო უფრო მეტი მიეღო ამ ქვისგან. მას უნდოდა მაიმუნებისთვის უკვდავება მოეპოვებინა.
მან გულმოდგინედ ჩაატარა რიტუალი, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა როგორც ეგონა.
რუნსტოუნი განადგურდა და უკვდავების მაგივრად, ქვამ გამოჰყო კონგი.
კონგი იყო მაიმუნი, რომლის თვალებშიც ნამდვილ ძალას დაინახავდით. კონგს მუდამ მისწრაფება ჰქონდა ყოფილიყო საუკეთესო.
იგი ყოველ მტაცებელს ერკინებოდა ჯუნგლებში, მაგრამ არავინ იყო მისი ტოლფასი.
მან ბრძენ ბელადს მიაკითხა რჩევისთვის. ბრძენმა მოუყვა ლეგენდა უთმო მაიმუნების შესახებ რომლებიც ჩრდილოეთით მდებარეობდნენ. მათზე ამბობენ რომ მსოფლიოს აკონტროლებენ თავიანთი ჭკუით და ძალით.
კონგი გაემგზავრა ჩრდილოეთით, იმ იმედით რომ ლეგენდა მართალი იქნებოდა და მათ გადაეყრებოდა. სანაცვლოდ იგი გზაზე მასტერ o ს გადაეყარა რომელიც ღრმა მედატაციაში იყო.
კონგმა მას ჰკითხა თუ ვინ იყო ყველაზე ძლიერი მეომარი ჩრდილოეთით. მასტერ ი მ ლეგენდების ლიგის შესახებ უამბო. მაიმუნი აღფრთოვანებული იყო, ადგილი სადაც შეეძლო საუკეთესო ჩემპიონებს შებრძოლებოდა, მისთვის ეს სამოთხე იყო.
კონგმა სთხოვა მასტერს რომ ენახებინა მისთვის ეს ადგილი და ესწავლებინა "ადამიანობა" რათა მასას მორგებოდა. საპასუხოდ, კონგი პატივს სცემდა მასტერ ი ს და მისი ტექნიკას : ვუჯუ ს აითვისებდა და გახდებოდა საუკეთესო.
მასტერ ი დათანხმა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ერთ დღესაც კონგი თავად განაგრძობდა ტრადიციას და აიყვანდა თავის მოწაფეებს ვუჯუ ს სასწავლებლად. მან სახელი გადაურქვა კონგს - ვუკონგ, და მისცა შესაფერისი იარაღი, მაგიით შეპყრობილი კვერთხი რომელიც ახალგაზრდა დორანმა გამოჭედა.
მასტერ ი ს დახმარებით, ვუკონგი შეუერთდა ლეგენდების ლიგას, რათა ყველას ანახოს ნამდვილი ძალა ვუჯუ სი.