დასაწყისში სერიის შემქმნელი გენდი ტარტაკოვსკი გეგმავდა ფილმს, თუმცა ის ვერ შედგა და საბოლოოდ ფორმატად მინი-სერიალი აირჩია .
მოქმედება ხდება ბოლო ეპიზოდიდან რამდენიმე წლის შემდეგ - ჯეკი ,რომელსაც ამჯერად წვერი ექნება, არ არის ის მიზანმიმართული სამურაი, არამედ გზააბნეული ადამიანი და ცდილობს თავი გამოისყიდოს. ეს იქნება ერთი უწყვეტი სიუჟეტი, ორიგინალისგან განსხვავებით.
Cartoon Network-იდან ნაკლებად შეზღუდულ Adult Swim-ზე გადასვლას რაც შეეხება, ტარტაკოვსკიმ დააკომენტარა, რომ ზედმეტად ძალადობრივ სცენებს არ ვიხილავთ, თუმცა ახალი თავისუფლებაც გამოყენებული იქნება - ნამდვილად, ეს არის ბევრად უფრო ბნელი, სერიოზული ისტორია.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო :