პროტაგონისტი ქეითი ახალ თავგადასავალზე მიდის და თამაშის გრაფიკამ გადაინაცვლა 3D-ზე. აშკარაა, რომ ახალ ნაწილზე გავლენა ჰქონდა თანამედროვე "Cinematic" სათავგადასავლო თამაშებს, როგორიცაა Heavy Rain, Life is Strange, The Walking Dead და მეტი. ასევე, მართვის საშუალებაც შეიცვალა - მოძრაობას ამჯერად მოთამაშე პირდაპირ აკონტროლებს. (ძველი Point N Click მოძრაობის ნაცვლად)
ტრეილერში თქვენ იხილავთ დეველოპერთა კომენტარებს , გეიმპლეის სეგმენტებს და თვითონ თამაშის შექმნის პროცესსაც. ამის შემდეგ, 07:00-დან მოყოლებული იწყება გეიმპლეის დემო. გრაფიკამ ნამდვილად დიდი ნახტომი განიცადა, როგორც შეამჩნევდით.
Syberia 3 გამოვა ამავე წლის დეკემბერს.