Wednesday, June 15, 2016

Playstation VR-ი E3 2016-ზე.



  Playstation E3 2016-ზე ძალიან საინტერესო პროექტებით წარსდგა და ნამდვილად გაგვაოცა მისი გულშემატკივრები.ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ ის თამაშები რომლებიც კონფერენციაზე დაანონსდა სონის ვირტუალური რეალობის სათვალე PS VR-ისთვის.sony-მ ოფიციალურად VR-ის გაყიდვის თარიღიც და ფასიც გამოაცხადა,ვირტუალური სათვალის გაყიდვები 13 ოქტომბრიდან დაიწყება და მისი ფასი იქნება 399 $.
რამოდენიმე საათის წინ კი კომპანიამ  წარმოადგინა სპეციალური კონტროლერი რომელიც განკუთვნილია PS VR-ისთვის და აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ფორმა,ალბათ ამ კონტროლერის გამოყენება შესაძელებელი იქნება ძირითადად შუთერის ჟანრის თამაშები.



სონიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ დაახლოებით 50-ამდე თამაშზე მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულად  VR-ისთვის და რამოდენიმე თამაშის თრეილერიც წარმოადგინა.

პირველი პირის შუთერი სახელად Farpoint,თრეილეში ჩანს ჯარისკაცი რომელიც მოხვდა უცხო პლანეტაზე სადაც ხვდება მფრინავ დრონებს და გიგანტურ ობობებს.თამაშის გამოსვლის თარიღი უცნობია.




Batman: Arkham VR თამაში გამოვა წელს ოქტომბრის თვეში.



ორი თვის შემდეგ დეკემბის თვეში კი გამოდის Star Wars Battlefront: X-Wing VR Mission.




ასევე ნაჩვენები იქნა Final Fantasy XV-ის თრეილერი სადაც ნაჩვენები იყო თამაშის VR რეჟიმი.



Here They Lie ახალი ჰორორის ჟანრის თამაში რომელიც გამოდის წელს,კონკრეტული თარიღი უცნობია.



ყველაზე დიდი სიახლე კი ალბათ ყველასთვის იყო თამაშის Resident Evil VII-ის თრეილერი რომელიც გამოვა მხოლოდ და მხოლოდ PS4-ისთვის და თამაში წარიმართება პირველ პირში,ეს რაღაც ახალი კონცეფციაა თამაშის რადგან, როგორც ყველას გვახსოვს ამ უდიდესი და უსაყვარლესი თამაშის ისტორია მისი ყველა ნაწილი წარმოდგენილია მესამე პირში გარდა ერთისა RESIDENT EVIL SURVIVOR-ის რომელიც წლების წინ PLAYSTATION 1-ზე იყო ხელმისაწვდომი თუმცა მაშინ ვირტუალური რეალობის სათვალესთან ერთად ნამდვილად ვერ ითამაშებდით.რაც შეეხება  Resident Evil VII-ს ,მოთამაშეს მოუწევს საშინელი მონსტრებით და ზომბებით სავსე ქალაქის მონახულება და იქაურობის შესწავლა,რაც დამერწმუნეთ არც ისე სასიხარულოა რადგან თამაშში შიშის გრძნობას VR მოწყობილობა გაგიასმაგებთ.თამაში გამოვა 2017 წლის 21 იანვარს და როგორც ზემოთ ავღნიშნე იქნება PS4-ის ექსკლუზივი.




Playstation-ი ისევე როგორც სხვა კომპანიები VR ტექნოლოგიას სწრაფად ითვისებს და ცდილობს ამ საოცარი მოწყობილობის დახმარებით გეიმერები მათთვის სასურველ სამყაროში გადაიყვანოს.რათქმაუნდა მომავალში უამრავი და უძლიერესი თამაშები გველის VR-ტექნოლოგიაზე, დღეს ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია.

რეკლამა