ჭორები იმის შესახებ რომ,PS4-ის ექსკლუზივი Horizon: Zero Dawn-ის რელიზი გადატანილ იქნა, Sony-მ და Guerrilla Games-მა ოფიციალურად დაადასტურა.თამაში როგორც აქამდე იყო ცნობილი უნდა გამოსულიყო წელს ,თუმცა მათ ვინც ელოდა თამაშს სამწუხაროდ იმედები გაუცრუვდა.
შემქმნელების თქმით მათ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს რომ, სურთ მათი თამაშთან დაკავშირებული ამბიციური გეგმები სრულად განახორციელონ და საბოლოოდ იდეალური თამაში შესთავაზონ მომხმარებელს.მანამდე კი შემოგვთავაზეს ახალი თრეილერი რომელიც, წარმოგვიდგენს თამაშის მთავარ გმირს,გოგონას სახელად ელი-ს.
თამაში გამოვა 2017 წლის 28 თებერვალს ექსკლუზიურად PS4 პლათფორმაზე.