Bethesda-ს წლევანდელ E3-ზე რამდენიმე ჭორი გავრცელდა. რათქმაუნდა, ამ ამბებს საიმედო წყარო აქვს (Eurogamer), მაგრამ მაინც გირჩევთ ყველაფერი ოდნავ სკეპტიკურად წაიკითხოთ.
ამ სავარაუდო თამაშების სიაშია წინათ გაუქმებული Prey 2 , რომელზეც დიდი ალბათობით Dishonored-ის (რაღათქმაუნდა, E3-ზე მეორე ნაწილსაც ვიხილავთ) შემქმნელები ზრუნავენ. Prey 2 თავიდან E3 2011-ზე დააანონსეს (გეიმპლეი), რის შემდგომად თამაშზე ბევრი რამ არ გვსმენია.
სხვა თამაშებს რაც შეეხება, ესენია : TES V : Skyrim Remastered, Wolfenstein 2 და The Evil Within 2. პირველს რაც შეეხება, ძალიან საეჭვოა, რომ Bethesda სერიის მეექვსე ნაწილს წარადგენს. The Evil Within იყო RE-ს შემქმნელისთვის საკმაოდ წარმატებული დაბრუნება, Wolfenstein : The New Order კი ნამდვილი (და მოულოდნელი) ჰიტი. ეს სიქველები გასაკვირი სულაც არ იქნებოდა.
როგორც ვაკვირდებით, წინ დიდი ალბათობით წლებში (ან საერთოდ) საუკეთესო E3 გველის. საინტერესო დროის ტარებასა და ნაკლებ downgrade-ის ხილვას გისურვებთ.