ჯერ ვხედავთ პიქსელიზებულ სტილს და კლასიკურ დიალოგურ ფანჯრებს - არანაირი გახმოვანება, ძველებური თამაშების თანახმად. საუნდტრეკი და დამხმარე ხმოვანი ეფექტები შეცვლილია მათი 8 ბიტიანი ექვივალენტებით. ასევე, ვიდეოს ადევს Lucasfilm Games-ის ლოგო. ეს იყო LucasArts-ის (X-Wing, ძველი Star Wars : Battlefront, Star Wars : The Force Unleashed) თავდაპირველი სახელი. სამწუხაროდ, ამ სტუდიას თამაშების წარმოება შეწვეტილი აქვს.
თვითონ ფილმს რაც შეეხება, ეს არის espionage ისტორია , რომელიც ვითარდება A New Hope-ის მოვლენების შემდეგ და მოგვითხრობს გალაქტიკური იმპერიის საიდუმლო იარაღის(Death Star) მონახაზების მოპარვაზე. მთავარი გმირია Jyn Erso, რომლის როლზე Star Wars-ის უფრო ვრცელ სამყაროში არსებობს უკვე რამდენიმე ფან-თეორია.
ფილმი გამოდის ამავე წლის 16 დეკემბერს. აქვე იხილეთ 8 ბიტიანი ტრეილერი :