საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს იაპონური პორტალი Money-Link. პორტალს თუ დავუჯერებთ ცნობილი ჩიპების მწარმოებელი კომპანია Macronix წარმოების გაზრდას ვარაუდობს 2017 წლის მეორე ნახევრიდან რადგან, კომპანიამ გააფორმა ახალი კონტრაქტი Nintendo-სთან.
ვინც არ იცით Macronix დიდი ხანია თანამშრომლობს Nintendo-სთან და მისთვის ამზადებს ROM-ჩიპებს რომლებიც განკუთვნილია პორტატული კონსოლისთვის 3DS.
ცოტახნის წინ Macronix-მა დაიწყო ახალი 32 ნანომეტრული ტექნოლოგიით ჩიპების წარმოება,აქამდე კი 75 ნანომეტრული ტექნოლოგიით აწარმოებდა ROM-ჩიპებს 3DS-ისთვის.ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ჩიპები ბევრად მეტ ინფორმაციას ინახავს რათქმაუნდა და ადვილად სავარაუდოა რომ ისინი 3DS-ისთვის არაა განკუთვნილი ,ამას პორტალი Money-Link-იც აღნიშნავს.
როგორც ვიცით Nintendo საკუთარ ახალ კონსოლს NX-ს 2017 წლის მარტის თვეში წარადგენს ,ასევე Macronix-ი წარმოების გაზრდას მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ვარაუდობს,ასე რომ სვარაუდოდ ახალი NX-ისთვის უნდა იყოს განკუთვნილი ახალი ROM-ჩიპები.
საინტერესოა, ახალი კონსოლი იმუშავებს ROM-ჩიპებზე?
დაველოდოთ მომავალი წლის მარტს როდესაც Nintendo ოფიციალურად წარადგენს კონსოლს მსოფლიოს წინაშე.