Fnatic-მა ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში დაანონსა, რომ კლავიატურების და მაუსების გამოშვებას აპირებდა, ამიტომ მათ შეისყიდეს კომპანია Func Industries. 2016 წლის იანვარში კი მათი პროდუქცია საბოლოოდ გამოვიდა.
მათ გამოუშვეს RUSH მექანიკური კლავიატურა, რომელიც Cherry MX სვიჩებს იყენებს (Red/Blue/Brown არჩევანი), ოპტიკური მაუსი Flick, Boost მაუსის დასადები მყარი დაფა და Focus - მაუსის დასადები ნაჭრის დაფა
დღეს ჩვენ განვიხილავთ RUSH მექანიკურ კლავიატურას, რომელიც Cherry MX Blue სვიჩებს იყენებს, Flick ოპტიკურ მაუსს და Focus მაუსის დასადებ ნაჭრის დაფას.
პროდუქტის ლინკი:
- Rush Keyboard - €129.99
- Flick Optical Mouse - €54.99
- Focus Mousepad - €9.99
Fnatic Rush G1 Gaming Keyboard
როგორც უკვე ვახსენე, ამ კლავიატურისთვის სვიჩების არჩევაა შესაძლებელი. Fnatic გვთავაზობს Cherry MX Red, Blue და Brown სვიჩებს.
Fnatic Gear RUSH კლავიატურას აქვს უკანა განათება. ეს კლავიატურა არ არის Chroma, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანა განათება არის მხოლოდ წითელი ფერის. განათების გამორთვა და სიკაშკაშის შეცვლა შესაძლებელია Fn + num pad 8 / 2 ღილაკების გამოყენებით.
კლავიატურას აქვს N-KRO მხარდაჭერა. მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორ სწრაფად აჭერთ კლავიშს, კლავიატურა თქვენს მიერ ყველა დაჭერილ კლავიშს აღიქვამს.
კლავიატურაზე შესაძლებელია მაკროსების დაყენება. 5 სხვადასხვა პროფილიდან შეგიძლიათ 10 კლავიშზე დააყენოთ თქვენი მაკროსი სასურველი თამაშისთვის. მაკროსების გამოყენება საკმაოდ მარტივია
გამოიყენეთ მაკროსები და ასევე გამორთეთ Windows-ის კლავიში, რომ თამაშის დროს ხელი არ შეგიშალოთ მან. გეიმერებს ეს ფუნქცია ძირითადად კლავიატურის გამოყენების დროს სულ ჩართული ექნებათ.
კლავიატურას აქვს 2 USB პორტი. კლავივატურაზე შეგიძლიათ შეაერთოდ თქვენი მაუსი, ყურსასმენი, მობილური ტელეფონი ან სხვა მოწყობილობა.
კლავიატურა იმახსოვრებს თქვენს მიერ შექმნილ მაკროსებს. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და აღიდგინოთ თქვენი მაკროსები.
კლავიატურას ასევე მოყვება ხელის გულის დასასვენებელი დაფა. მისი დამაგრება ორი სამაგრით ხდება, რომელიც კლავიატურას მოყვება.
კლავიატურის კაბელი კი 180 სმ არის, რაც წესით საკმარისზე მეტი უნდა იყოს.
Fnatic Flick Gaming Mouse
მაუსი იყენებს Pixart3310 ოპტიკურ სენსორს. იგივე სენსორს იყენებს ისეთი მაუსები, როგორიცაა - Zowie FK1, Steelseries Rival, Finalmouse 2016 და სხვა.
მაუსის ღილაკები კი დასაკმაყოფილებელ კლიკებს გვთავაზობს, ხოლო მაუსის scroll wheel-ს აქვს LED განათება.
Flick-ს ასევე აქვს ორი დამატებითი ღილაკი. ამ ღილაკებზე შეგიძლიათ დააყენოთ თქვენთვის სასურველი მაკროსი. DPI-ის შემცვლელი ღილაკი კი გვეხმარება DPI-ის სწრაფად შეცვლაში - მაგალითად სნაიპერობიდან ტანკში გადასვლისას. ცალკე LED განათბა კი აქვს DPI-ის პროფილებს, რაც გვეხმარება მაუსის DPI-ის სწრაფად აღქმაში.
მაუსის ფორმა კი ზოგისთვის შეიძლება პრობლემა გახდეს. ვინც claw grip-ის იყენებს სათამაშოდ, მას გაუჭირდება ამ მაუსის გამოყენება. გარედან კი ის პრიალაა, რაც მას სისუფთავის შენარჩუნებაში ეხმარება.
Flick მაუსი კი მჩატეა, ის მხოლოდ 90 გრამია. მაუსის სიმძიმის დარეგულირება არ არის შესაძლებელი. თუ თქვენთვის მჩატე მაუსები პრობლემაა, მაშინ სჯობს ამ მაუსს თავი აარიდოთ.
Flick მაუსის კაბელი კი 200 სმ არის.
Fnatic Focus Mouse Pad
mousepad ასევე დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თამაშს რამდენიმე საათზე მეტ დროს უთმობთ.
ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით Fnatic Gear-ის ახალ პროდუქციას.