Wednesday, May 18, 2016

Dishonored 2 - ახალი ინფორმაცია და სკრინშოტები

    გუშინ Gamereactor - მა , Arkane Studios - თან სტუმრობის მერე , დაბეჭდა Dishonored 2 - ის პრევიუ. მათ იხილეს რამდენიმე მისია ორივე პროტაგონისტით , ვებგვერდზე დადეს რამდენიმე სკრინშოტი და გამოთქვეს თავიანთი შთაბეჭდილებები.
    უპირველეს ყოვლისა , პირველი Dishonored გამოირჩეოდა თავისი Dieselpunk ატმოსფეროთი და სიუჟეტი ქალაქ Dunwall - ში მიმდინარეობდა. ამჯერად მოქმედება Carnaga - ში ვითარდება . წინა ქალაქთან შედარებით, ეს უკანასკნელი დამოკიდებულია არა ვეშაპის ქონის (whale oil) , არამედ ვერცხლისა და ხის მოპოვებაზე. ეს ელემენტები გეიმპლეის რამდენად შეცვლის, ჯერ არაა ცნობილი.
    გეიმპლეის რაც შეეხება - სიქველში ,როგორც ვახსენეთ, შეგვიძლია ორი მთავარი გმირიდან ერთ - ერთი ამოვირჩიოთ (პირველი მისიის მერე) - Corvo Attano(ამჯერად გახმოვანებული) და Emily Kaldwin. კორვოს საბრძოლო სტილი და შესაძლებლობები უმეტესად პირველი თამაშის მიხედვითაა, ემილის კი სულ სხვა მეთოდები აქვს.
(ობიექტებისა და მტრების დისტანციიდან დაჭერა და სროლა, დროებითი "ორეულის" შექმნა, მოჯადოება და სხვა)
    ამჯერად გარემოსთან სხვანაირი ინტერაქცია მოგვიწევს - Carnaga - ს "რანდომად" მტვრის ქარიშხლები აწუხებს, რაც გმირს შესაძლებლობებს აძლევს.  Dunwall - ის ვირთხების ნაცვლად კი გვყავს სისხლისმსმელი მწერები (როგორც ტრეილერში ვნახეთ), რომლებიც მრავლდებიან იმისდა პროპორციულად, თუ რამდენ ოპონენტს მოკლავთ.
რაღათქმაუნდა, მათი გაკონტროლებაც შეიძლება.
    ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ ახალი სკრინშოტები  და დატკბეთ ხელოვნური სტილით. Dishonored 2 - ს სავარაუდოდ E3 2016 - ზე ვიხილავთ.
   











   


რეკლამა