Arkham Asylum, სერიის პირველი თამაში , იყო თავისი დროის მოულოდნელი ჰიტი. მისი ხარისხი გასაკვირი იყო ორი მიზეზის გამო : 1) (უმთავრესი) ლიცენზირებული თამაშია და 2) Rocksteady - ს წინა თამაშს, Urban Chaos : Riot Response - ს (PS2,Xbox), ჰქონდა მხოლოდ 72/100 საშუალო შეფასება.
გრაფიკა თავისი დროისთვის მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდა , სიუჟეტიც გასაკვირად კარგი იყო . შესაძლოა მთავარი ელემენტი იყო უნიკალური საბრძოლო სისტემა, რომელიც შემდგომ სხვა მაღალბიუჯეტიან თამაშებშიც გამოიყენეს. ( მაგ. კრიტიკულად აღიარებულ Shadow of Mordor - ში )
Akrham City იყო შედევრი და პირველ თამაშზე თითქმის ყველა ასპექტში გაუმჯობესებული. Open World სტრუქტურამ და გაზრდილმა მასშტაბმა (5-ჯერ უფრო დიდი რუკა) რეალურად გაამართლა. სიუჟეტი კვლავ მშვენიერი იყო, გასაკეთებელი ძალიან ბევრი იყო (Riddler - ის ამოცანები) და ბრძოლის სისტემაც დახვეწეს.
Batman : Return to Arkham გამოვა 29 ივლისს. შეგიძლიათ აქვე იხილოთ ტრეილერი. Sweet memories...