Wednesday, May 18, 2016
"Transformers: The Last Knight" - აუტობოტები ბრუნდებიან!!!!
Paramount Pictures-მა დააანონსა Transformers-ის მეხუთე ნაწილი Transformers: The Last Knight.
მაიკლ ბეი (Michael Bay) ხელმძღვანელობს ამ ფილმს, რომლის პრემიერაც შედგება 2017 წლის 23 ივნისს. მარკ ვოლბერგი (Mark Wahlberg) ბრუნდება როგორც კეიდ იაგერი (Cade Yeager) და ქასტს ასევე დაემატებიან იზაბელა მუნერი (Isabela Moner) და ჯეროდ კარმიჩელი (Jerrod Carmichael).
გადაღებები დაიწყება 6 ივნისს დეტროიტში სანამ არ გააგრძელებენ სხვა ადგილას მსოფლიოს გარშემო.
მაიკლ ბეი კვლავ იკავებს რეჟისორის სავარძელს, სცენარის ავტორები არიან არტ მარკუმი (Art Marcum), მეთ ჰოლოუეი (Matt Holloway) და კენ ნოლანი (Ken Nolan).
ფილმში კეიდ იაგერს, მის ქალიშვილს და ქალიშვილის შეყვარებულს იცავენ აუტობოტები, მაგრამ აუტობოტების ლიდერი ოპტიმუს პრაიმი არ არის მათთან ერთად, იუნიკრონი მოაწყობს შეთქმულებას დედამიწის გასანადგურებლად და ოპტიმუსმა და მისმა აუტობოტებმა ამაში ხელი უნდა შეუშალონ.
ჯერ ფილმის შესახებ ამაზე მეტი არაა ცნობილი და ალბათ მალე უფრო მეტ ინფორმაციას ვიხილავთ რადგან ფილმის გადაღების დაწყებამდე ცოტა დროა დარჩენილი.