Sunday, April 3, 2016

HTC Vive - ექსკლუზიური განხილვა ვენატუსისგან


 ყველას ვისაც კომპიუტერულ თამაშებთან თუ ტექნოლოგიებთან შეხება ქონია ან აქვს, საუბრობს ვირტუალურ რეალობაზე. ვინ იტყვის უარს აღმოჩნდეს კომპიუტერული თამაშის სამყაროში. ფილმები იქნება ეს თუ თამაშები, ახალი ტექოლოგიებით ყოველთვის იმას ცდილობდნენ რომ მომხმარებელი უფრო ღრმად ჩაერთოთ ვირტუალურ სამყაროში. 3D კინოინდუსტრიაში უკვე აუცილებელ ფაქტორად იქცა, გეიმინგ სფეროშიც იყო მსგავსი მცდელობა როცა გამოვიდა Nvidia 3D Vision, რამდენად გაამართლა ამ პროდუქტმა ეს სხვა საკითხია თუმცა მიზანი ერთი იყო , რომ მოთამაშე მაქსიმალურად ყოფილიყო თამაში ჩართული.  სულ რამოდენიმე წლის წინ გამოჩნდა კომპანია ოკულუსის სახით, რომელმაც პირველად წარუდგინა ხალხს ვირტუალური რეალობის ჰედსეტი , ისინი პირდებოდნენ მომხმარებელს რომ ეს შეცვლიდა მომავალს თუ როგორ ვთამაშობთ ჩვენ თამაშებს. რამოდენიმე წლის მერე კი ვხედავთ თუ რამხელა დაინტერესება გამოიწვია ვირტუალურმა რეალობამ და რამდენი კომპანია ჩაერთო ამ სფეროში ერთი მიზნით, რომ გამოეშვათ საუკეთესო ვირტუალური რეალობის ჰედსეტი. დღეს დღეობით ამ სფეროში ლიდერები არიან: ოკულუსი, Playstation-ი , HTC . თუმცა აქვე უნდა ვთქვა ასევე მნიშვნელოვანი კომპანიები როგორებიცაა Razer და AMD ეს კომპანიებიც გვპირდებიან სამომავლოდ საინტერესო პროდუქტებს. 
დღეს კი კონკრეტულად HTC VIVE-ს განვიხილავთ.
            ყველას ძალიან გვიყვარს Valve  და როცა პირველად დაანონსდა რომ ის აპირებდა VR ის გამოშვებას ყველა აღფრთოვანებული იყო..  ბევრი მიზეზის გამო, პირველი ის რომ ვალვ არის ის კომპანია რომელსაც გეიმერები ენდობიან , მეორე მიზეზი იყო  მათი კავშირი კომპანია HTC-სთან რაც კიდევ უფრო ამყარებდა საფუძველს იმის შესახებ, რომ ჰედსეტი ერთერთი საუკეთესო იქნებოდა კონკურენტებს შორის და მესამე და ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი , უმეტესობას  ეგონა რომ ეს ჰედსეტი იქნებოდა უფრო იაფი კონკურენტებთან შედარებით, რადგან სტიმი ცნობილია საკუთარი ფასდაკლებებით. როდესაც ოკულუსის ფასი დაანონსდა ბევრი მოთამაშე ჩემი ჩათვლით ელოდა რომ VIVE ეღირებოდა ნაკლები თუმცა მისი ფასი 799$ შეადგენს.  ახლა კი გადავიდეთ ჰედსეტის განხილვაზე და ვიმსჯელოთ იმაზე ღირს თუ არა STEAMVR -ის პრე ორდერი 800$-ად.
             Vive უდაოდ ერთერთი ყველაზე განვითარებული ჰედსეტია რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია.  ის არა მხოლოდ თქვენი თავის მოძრაობას, არამდედ თქვენს გადაადგილებასაც აღიქვამს. ის გაძლევთ საშუალებას იაროთ ვირტუალურ სამყაროში და შეეხოთ ნივთებს როგორც რეალურ ცხოვრებაში კონტროლერების დახმარებით.  გადაადგილების აღქმა ხდება ორი პატარა მოწყობილობით, რომელსაც შეუძლია 25 კვადრატული მეტრის სივრცის აღქმა და აქვს 70 ზე მეტი სენსორი, მას ნახავთ ჰედსეტის კომპლექტში. ტექნიკურად ერთი მათგანიც საკმარისია რომ თქვენი გადაადგილების აღქმა შეძლოს თუმცა ორი რეკომენდირებულია რადგან ის თავიდან აგარიდებთ პრობლემებს როგორიცაა ფუნქიონალური ზონიდან გასვლა როცა თქვენ დატრიალდებით ან ოთახში გაივლით. აქვე უნდა ითქვას რომ სავარაუდოდ VR-ს თამაშების უმრავლესობა მიანც გათვლილი იქნება თავის მოძრაობაზე და გეიმპადით თამაშზე.
ტექნიკურ მახასიათებლებს თუ გადავხედავთ , ჰედსეტს აქვს 1080 * 1200 ზე გაფართოების 2 ოლედ დისფლეი - თითო თითო თვალისთვის, ასევე Refresh rate  90 ჯერ წამში და 100 გრადუსიანი ხედვის კუთხე იგივე FOV-ი. მას არ გააჩნია ყურსასმენები როგორც ოკულუსს თუმცა კომპლექტში ნახავთ Ear Buds -ებს თუ უკვე არ გაქვთ საკუთარი . 
ჰედსეტიდან გამოდის 5 მეტრიანი კაბელი რომელიც შეიძლება ფეხებში შემოგებლანდოთ და ერთხელაც დაეცეთ. სამწუხაროა რომ HTC-იმ ვერაფერი მოიფიქრა ამ მხრივ Cabel managment-ისთვის.  ასევე აღსანიშნავია ის რომ VIVE-ს აქვს კამერა რომელიც დაგეხმარებათ თამაშის დროს არ წამოედოთ სავარძელს ან რამე სხვა  ავეჯს. თამაშის დროს ჰედსეტი ქმნის ზონას რომელიც გაფთხილებთ რომ არ ღირს წინ გადაადგილება თუ არ გინდათ რომ თავს რამე დაუშავოთ.
რაც შეეხება კონტროლერებს , წონის შესამცირებლად ის მრგვლად ამოჭრეს და პრე ვერსიასთან შედარებით უფრო დახვეწილი და მსუბუქი გახადეს, VIVE -ის კონტროლერები იყენებს იგივე ღილაკებს რასაც სტიმ კონტროლერი, აქვე წააწყდებით სტიმ კონტროლერის სენსორებს რომელმაც ტრადიციული სტიკები ჩაანაცვლა.
ჰედსეტის შეძენის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ უფასო თამაშებსაც. არანაირი triple A - უბრალოდ თამაშები გასართობად ან თუნდაც დასატესტად. თუმცა ამ თამაშებს შორის გამოვარჩევდი გუგლის tilt brush-ს რომელიც ნამდვილად საოცარი რამეა, თუ თქვენ ხატვის მოყვარული ხართ,დამიჯერეთ ეს თამაში ნამდვილად თქვენთვისაა , 3დ -ში ხატვა წარმოუდგენლად სასიამოვნოა  და რადგანაც თამაშებზე ვსაუბრობთ მინდა ვთქვა რომ სწორედ ეს არის ამჟამად VR Headset-ების პრობლემა. სულ რამოდენიმე სერიოზული თამაში არის დაანონსებული ჯერჯერობით VR-ის მხარდაჭერით.  სწორად გამიგეთ არსებული თამაშებითაც ძალიან გაერთობით და სულ უფრო დიდი ხანი მოგინდებათ რომ ითამაშოთ, მაგრამ ფაქტი ერთია თამაშების რაოდენობა ცოტაა ასე რომ ამჟამად მე პირადად თავს შევიკავებდი Pre order ისგან . შეიძლება 1 წლის მერე ყველაფერი შეიცვალოს და VR-ის ბიბლიოთეკა თამაშებმა შეავსოს , მაგრამ დღეს ესე ნადმვილად არაა. ასევე ავღნიშნავ, რომ StormBringers-ი  ქართველი გეიმ დეველოპერების სტუდია აქტიურად მუშაობს VR-ის თამაშებზე და შეიძლება უახლოს მომავალშიც ვიხილოთ ახალი თამაში.

შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ HTC Vive არის უდაოდ ერთერთი საუკეთესო  VR Headset-ი, მაღალი რეზოლუციის ეკრანი , დახვეწილი თრექინგ სისტემა, ინოვაციური კონტროლერები და ჩაშენებული კამერა მას საუკეთესოს ხდის დღეს არსებულ ჰედსეტებს შორის. სამწუხაროდ ჯერ VIVE-ს არ შეუძლია მთელი თავისი პოტენციალის გამოვლენა თამაშების არარსებობის გამო , მაგრამ ეს უბრალოდ დროის საკითხია.  



დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ GameLab-ს რომ მოგვცეს საშუალება დაგვეტესტა ეს მოწყობილობა. 

რეკლამა