ამის ერთ-ერთი მოტივია ვირტუალური რეალობის გამოცდილების გაუმჯობესება. როგორც ვიცით, Playstation VR-ს საკმაოდ შთამბეჭდავი ფასი ადევს (399$), მაგრამ მონაცემებით ის Oculus Rift-ს საკმაოდ ჩამორჩება. PS4.5 , წყაროებს თუ მივენდობით, ამის კომპენსაციაზე იზრუნებს.
ჩვენ ჯერ არ ვიცით ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი - ამ მოწყობილობის გამოსვლის თარიღი ან საწყისი ფასი . არც ის ვიცით, შეძლებენ თუ არა PS4-ის მომხმარებლები აპგრეიდის გაკეთებას თუ ცაკლე მოუწევთ სისტემის ყიდვა.
სავარაუდოდ SONY ამაზე მოკლე ხანში დააკომენტარებს ან რამე ანონსს გააკეთებს.