Sunday, March 20, 2016

"Quantum Break" - დრო ძალაა

"Quantum  Break" - ეს არის Third Person შუთერ ვიდეო თამაში. მოთამაშეები თამაშობენ როგორც ჯეკ ჯოისი (Jack Joyce), პიროვნება დროის მანიპულაციის ძალებით, მას შეუძლია გაყინოს ყველაფერი საკუთარი თავის გარდა. მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიყენონ ცეცხლსასროილი იარაღები და ასევე თავისი დროის მანიპულაციის ძალები მტრის დასამარცხებლად. ჯოისს შეუძლია შეაჩეროს დროის ტემპი, რაც მას რთული სიტუაციებიდან გამოღწევაში ეხმარება. მას შეუძლია ტყვიების მიმართულების შეცვლა და ასევე შეუძლია გამოიყენოს დროის მგზავრობის შესაძლებლობები, რომ მტრის ახლოს გაჩნდეს და დაამარცხოს. ასევე ჯოისს შეუძლია გააკეთოს დროის ფარი, რაც მას მოწინააღმდეგის ტყვიებისგან იცავს.


თამაში შექმნილია "Remedy Entertainment"-ის მიერ
და გამოქვეყნებულია "Microsoft Studios"-ის მიერ.
თამაში შექმნილია ძირითადად Xbox One-სთვის.



 თამაშში მოქმედება ხდება Riverport-ის უნივერსიტეტის ახლოს, უნივერსიტეტის, სადაც დროში მოგზაურობის ექსპერიმენტი უბედური შემთხვევის გამო ჩაიშალა. ორ მთავარ პერსონაჟს მიეცება სხვადასხვა დროზე დაფუძნებული შესაძლებლობები. როგორც უკვე აღვნიშნეთ ჯეკ ჯოისს აქვს უნარი რომ შეაჩეროს დრო, ხოლო კიდევ ერთ მეცნიერს - პოლ სერენს (Paul Serene) აქვს უნარი ნახოს მომავალი და იმის მიხედვით გააკეთოს გადაწყვეტილებები. 
თამაშს შექმნა მიმდინარეობს 2013 წლიდან
და გეიმერებს "Quantum Break"-ის თამაში
უკვე 5 აპრილიდან შეეძლებათ, ხოლო Windows 10-ზე 
ჩაწერა შესაძლებელი გახდა თებერვლიდან.
ყიდვა მხოლოდ შესაძლებელია 
Windows Store-ში და თამაში მოითხოვს
DirectX 12-ს.

რეკლამა