Friday, December 25, 2015

Konami Metal Gear Solid VI-სთვის ხალხს ეძებს

იაპონური კომპანია Konami როგორც ჩანს უკვე ემზადება Metal Gear Solid-ის სამყაროზე ახალი თამაშის შექმნისთვის და სავარაუდოდ არც ეშინიათ იმ ფაქტის, რომ კოჯიმა სხვა მთვარი დეველოპერები ახალი თამაშის შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მინდა დავაზუსტო, რომ ზუსტად სრულფასოვან მეექვსე ნაწილზეა საუბარი, რომელსაც The Phantom Pain-ის წარმატების შემდეგ, სავარაუდოდ ყველაზე დიდი ბიუჯეტი ექნება სერიის ისტორიაში.
ამჟამად Konami ახალ დეველოპერებს იყვანს კომპანიაში, სავარაუდოდ მიზანია სრულიად ახალი სტუდიის შექმნა, რადგან ორიგინალი ავტორებიდან არავინ დარჩა Konami-ში, ისინი კოჯიმასთან ერთად წავიდნენ.
შეუძლებელია წინასწარ იმის განსზაზღვრა იქნება თუ არა ახალი Metal Gear Solid ჩარდნა, მაგრამ იმის თქმა დარწმუნებით შეგვიძლია რომ ახალი ნაწილი წინასთან შედარებით სრულიად განსხვავებული იქნება. 

რეკლამა