Wednesday, December 30, 2015

კინდრედის ისტორია




კინდრედი
მარადიული მონადირეები


   მოგესალმებით, დღეს ჩავეძიებით პირადად ჩემთვის, და იმედია ყოველი თქვენგანისათვის ძალზედ საინტერესო ისტორიას. არ მოგატყუებთ და თვით ჩემპიონით არ ვარ მოხიბლული,მაგრამ რაც შეეხება მის ან უფრო სწორედ რომ ვთქვათ, მათი ისტორიით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, წარმოგიდგენთ ისტორიას სახელად:


"კარგი სიკვდილი"


  ეს ისტორია იწყება ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილ თეატრის სცენაზე, სახელად "Orphellum Mechanicals".

  
   აქ ჩვენი ისტორიის მთავარი პერსონაჟი - მაგა თამაშობს ახალგაზრდა გოგოს როლს, რომელმაც სიკვდილის წინ წარმოსთქვამს : "დაე როგორი ამოუცნობი სიზმარია ეს ცხოვრება? მხოლოდ ახლა, ძალიან გვიან გამოვფხიზლდი და დავინახე სიმართლე."ამ დროს გამოჩნდა კინდრედი, მის როლს მსახიობი დენჯი ახორციელებდა. დენჯის ორი ერთმანეთის საპირისპირო მასკა ჰქონდა. თეთრი და შავი - ბატკნის და მგლის. კინდრედი ბატკნის მასკით მიუახლოვდა გოგონა მაგას და უთხრა : "ჩემი ისრის ხმა მესმის? მოდი პატარავ, დაე შენი სითბო იქცეს მიწისქვეშეთის სიცივედ"


  მაგა უარზე იყო, ამის საპასუხოდ კინდრედი შეტრიალდა და ბატკნის მასკა მგლით ჩაანაცვლა და ეცა გოგონას. დარბაზზში ყველა აღფრთოვანებული იყო და ელოდა ისტორიის დასასრულს. მაგამ ყელი მიუშვირა მგელს, როცა მგელი ახლოს მივიდა მაგამ სპეციალურად დამალული ბინტები გადმოყარა ტანსაცმლიდან, სისხლის ეფექტის მისაცემად. ხალხი ფეხზე წამოდგა და მხურვალე ტაშით გააცილეს ჩვენი მსახიობები.


  ასე დაიწყო ყველაფერი. გამოსვლის დამთავრების შემდეგ თეატრის წევრები ჩაჯდნენ ეტლში და შემდეგი ქალაქისკენ დაიძრნენ. გზაში დენჯი და მისი შეყვარებული, ტრია ეკამათებოდნენ თეატრის მფლობელს. ისინი ამტკიცებდნენ რომ სისხლის ეფექტები ზედმეტად ადვილად  გამოსაცნობი იყო და რაიმე ახალი უნდა მოეფიქრათ. მაგაც ემხრობოდა მათ მაგრამ არაფერი თქვა. ღამე გააჩერეს ეტლი და კოცონი დაანთეს.



  მაგა თავს ვერ გრძნობდა კარგად და იქვე, ტყეში გაისეირნა (კაი იდეაა არა? შუა ღამე ტყეში სეირნობა. Why not?) სეირნობისას მან სასაფლაო იპოვნა. ერთ-ერთმა საფლავის ქვამ კი მისი ყურადღება მიიპყრო. მას კინდრედის ორივე მასკა ეხატა, ბატკის და მგლის. 



  როდესაც ახლოს მივიდა მის თავზე ორი არსება გამოჩნდა. თავად ლეგენდარული ბატკანი და მგელი იყვნენ გოგონას წინაშე. 




მგელი : "გულის ცემა მესმის, შეიძლება ავიღო?"

ბატკანი : "შესაძლოა. ვგრძნობ რომ მას ეშინია. ხმა ამოიღე ლამაზო, გვითხარი შენი სახელი."

მაგა : "ჯერ თქვენ სახელებს მოვისმენ"

ბატკანი : "ჩვენ ბევრი სახელი გვაქვს, დასავლეთში მე ინას მეძახიან, მას ანის. სამხრეთში მე ფრაიას მეძახიან, მას ვოლიოს. მაგრამ ჩვენ ვართ კინდრედი ყველგან. მე ყოველთვის ბატკანი ვარ მგლისთვის, ის ყოველთვის მგელია ბატკნისთვის. მაგრამ არ იდარდო პატარავ, ჩვენ ვიპოვნეთ შენი სახელი, ჩვენ გიცნობთ ისე, როგორც შენ გვიცნობთ ჩვენ, მაგა."



 ამის შემდეგ მგელი მაგას მიმართავს როგორც უსულო არსებას.



მგელი : "შეიძლება ვითამაშოთ? მაგა-არსებას გავეკიდოთ და ნაკუწ ნაკუწ დავფლითოთ"


ბატკანი : "მოდი ვკითხოთ - მაგა, რომელი გირჩევნია, მგლის კბილები თუ ჩემი ისარი?"

მაგა : "ბატკნის ისარი მირჩევნია"

ბატკანმა უპასუხა : "არ შეშინდა გოგონი, ჩვენ მხოლოდ ვერთობით. დღეს შენ მოხვედი ჩვენთან, და არა პირიქით."

მგელმა იმედგაცრუებულმა თქვა : მაგას ვერ გავეკიდები? 



მაგრამ ახლოს სხვა რაღაცეებიცაა რისი ჭამაც და ნაკუწებად ქცევაც შემიძლია. მალე ბატკანო, იჩქარე. მშიერი ვარ!"

ბატკანი : ამ დროისთვის იცოდე, რომ თქვენმა თეატრალურმა გამოსვლებმა სიამოვნება მოგვანიჭა, ჩვენ მათ ყურებას გავნაგრძობთ, სანამ კვლავ შევხვდებით."

თქვა და ორივენი გაქრნენ ღრმა ტყეში. მაგა უკან გაიქცა ეტლისკენ. მისვლისას დაინახა ყველაფერი სისხლში იყო მოსვრილი.


 დენჯი ტრიას დასაცავად მომკვდარა. ვერავინ გადარჩა, ყველაფერს ცეცხლი ეკიდა. როგორც ჩანს ბანდიტები დაესხნენ თავს. ხელშეუხებელი მხოლოდ დენჯის კინდრედის მასკები იყო. მაგამ გაიკეთა ბატკნის მასკა და გაიგო მგლის ხმა : "გაეკიდე მაგა-არსებას". მაგა უახლოეს ქალაქში გაიქცა, უკან მოუხედავად.


  მრავალი წელი გავიდა, მაგა იჯდა სამეფო თეატრის გასახდელ ოთახში,ჩუმად. ბიჭუნა მიუახლოვდა და უთხრა, ქალბატონო მაგა. უკვე დროა, თქვენ კიდევ არ გაცვიათ კოსტუმი? მაგამ უპასუხა რომ იგი მხოლოდ ბოლო წამს ემზადებოდა ჩასაცმელად და ასეც მოიქცა. 


  მან გაიკეთა ბატკნის მასკა და იგრძნო ცივი ნიავი ზურგში, დამრთგუნველი შეგრძნება რომელიც მან ხელგაშლილმა მიიღო და გავიდა სცენაზე.
  მაგამ უნაკლოდ შეასრულა თავისი როლი და კიდევ ერთხელ ფეხზე დააყენა მაყურებლები. მაგა ხედავდა მაგრამ არ ესმოდა ხალხის ტაში, ვერ გრძნობდა სცენას თავისი ფეხების ქვეშ.


  იგი მხოლოდ ბასრ ტკივილს გრძნობდა გულის მიდამოში. მაგამ გადახედა მაყურებლებს და ყოველივე მათგან ან ბატკნის მასკა ეკეთა, ან მგლის და აქ ისტორია მთავრდება


  ნება მომეცით აგიხსნათ თუ რა მოხდა უფრო გასაგებად. დავიწყოთ დასასრულით. აქ ორი თეორია არსებობს. თუ თქვენ ფიქრობთ რომ მაგას ბოლოს გულმა დაარტყა, თქვენ მართალი იქნებით. მაგრამ თუ ფიქრობთ რომ იგი ბატკნის ისრით მოკვდა, თქვენც მართალი ხართ! ეს ისევ იმ თეორიას უბრუნდება რომ კინდრედი არ არის ნამდვილი არსება. რადგან თამაშსს არ ააქვს ნამდვილი კავშირი ისტორიასთან, რახან თამაშშია ვერ ჩავთვლის რომ იგი ნამდვილად არსებობს ისტორიაში. მაგრამ ჩემი აზრით ნამდვილად არსებობს. ცოტა ძნელი ასახსნელი იქნება მაგრამ გთხოვთ ყურადღებას.


  კინდრედი არის სიკვდილის ნიშანი საიდანაც იგი მოდის. სხვა სამყაროებში როცა ხალხი კვდება მათ გონიათ რომ კინდრედი მოვიდა მათი ცხოვრების დასამთავრებლად, მსგავსად ჩვენებური ლეგენდისა მიქელასი(Grim Reaper). როგორც წესი ბატკანი არ მგელი თავისით ირჩევენ მსხვერპლებს.


  ამ ისტორიაში რადგან მაგა შეხვდა მათ მას ქონდა საშუალება აერჩია თავისი სიკვდილი და როგორც ჩვენ ვიცით მან აირჩია ისარი. ახლა რას ნიშნავს ეს. ისრით სიკვდილი ნიშნავს წყნარ სიკვდილს ან ბუნებრივი მიზეზებით (სიბერით) ჩვენ ისტორიაში გულის შეტევით კვდება. 

  ხოლო თუ ვინმე მგლის კბილებს აირჩევს ძალიან ნელა და მტკინვეულად მოკვდებიან, რაც მოხდა ისტორიაში, თეატრის ყველა დანარჩენი წევრი მგლის მიერ იქნა მოკლული, მტკინვეულად და სასტიკად. მართალია ბანდიტების სახით მოკლა მაგრამ მსხვერპლი მგლის არჩეული იყო. 


  ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაგას ისარი რომ არ აერჩია იქვე მოკვდებოდა თავის თეატრის წევრებთან ერთად. ახლა დავუბრუნდედ დასასრულს, მაგა შეხედავს მაყურებლებს სცენიდან და ხედავს რომ სუყველას თავზე მასკა უკეთია, ან ბატკნის ან მგლის. ეს მაყურებლების ცხოვრების დასასრულს აღნიშნავს, ბატკნის მასკა ვისაც ეკეთა მშვიდად მოკვდება, მგლის მასკიანს კი ვუზიარებ..


  კინდრედი ბედისწერასავით არის. როცა რაღაც ხდება ყველა ამბობს რომ ეს ბედისწერაა ხოლო როცა ვინმე მოკვდება ყველას გონია რომ იგი ან ბატკნის ან მგლის ნახელავია და მოვიდნენ მისი ცხოვრების დასასრულებლად. ეს არის ერთადერთი დამამტკიცებელი საბუთი რომ კინდრედი მართლაც არსებობს. სამწუხაროდ ეს ერთადერთი ისტორიაა სადაც ჩვენ ვხედავთ ისეთ პიროვნებას რომელიც მივა კინდრედთან და არა პირიქით.

  ამიტომ არის დამაბნეველი და რთული დასამტკიცებელი. კინდრედი ცდილობს ყველა მოკლას ისე როგორც მათ უნდათ, მაგრამ რადგან ყველა რა თქმა უნდა ბატკნის ისრით სიკვდილს აირჩევს ამიტომ სვამს კითხვას პირველი ბატკანი "ისრით სიკვდილი გინდა?" თუ ამ კითხვაზე უპასუხებენ მგელი ძალიან გახარებული იქნება მისი დანაწევრებით და ცოცხლად შეჭმით.


  მადლობთ ყურადღებისთვის თუ მართლა ბოლომდე წაიკითხეთ, ბრავო. კიდევ ერთხელ მადლობა და იმედი მაქვს მოგეწონათ.


კინდრედი



ზედმეტ სახელები - მარადიული მონადირეები
                       ბატკანი და მგელი
        ინა და ანი
                     ფრაია და ვოლიო
სქესი - უცნობი
რასა - სულები
დაბადების ადგილი - უძველესი რუნტერა
საქმიანობა - სიცოცხლის გამომსალმებელი (მკვლელი/Reaper)


მეგობრები - კინდრედი

მეტოქეები : ჰეკარიმი, მორდეკაიზერი, იორიკი, თრეში, კარსუსი

რეკლამა