როგორც იცით, Beyond Good & Evil 2 მხოლოდ ნაწილობრივაა დასრულებული, მაგრამ უკვე გვაქვს პირველი გეიმპლეი პროტოტიპის ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია დეველოპერთა გეგმები და ამბიციები. ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ ჩნდება ეჭვებიც - ამ პროექტის დასრულებას რამდენი ხანი დასჭირდება და მოუწევთ თუ არა შემქმნელებს კომპრომისზე წასვლა?
პირველი Beyond Good & Evil იყო კრიტიკული ჰიტი, მაგრამ საკმარისად არ გაიყიდა. |
ვიდეოში დაინახავთ ძრავის შესაძლებლობებს და რამდენიმე გეიმპლეი მექანიკას - ჯეტპაკი, მთავარი ხომალდი (რომელიც საბოლოო თამაშში HUB-ის როლს შეასრულებს), კოსმოსში მოგზაურობა და მეტი. ამასობაში თამაში ვიზუალურად შთამბეჭდავიცაა. თუმცა ამბიცია, როგორც იცით, ხშირად ვერ მართლდება და შედეგით ბევრი იმედგაცრუებული რჩება - ყველასათვის ცნობილია No Man's Sky-ს მაგალითი.
კადრი ვიდეოდან - მასშტაბის საოცარი შეგრძნება.
რათქმაუნდა, აქ განხილულია ტრეილერში ნაჩვენები პერსონაჟი, მაგრამ იქნება საკუთარი პერსონაჟის შექმნის შესაძლებლობაც - როგორც ჩვეულია RPG თამაშებში. შესაძლოა ასევე მთავარ ხოლამდში სხვა, უფრო მცირე ხომალდების შენახვაც. ეს იქნება თქვენი ოპერაციების ბაზა. Beyond Good & Evil 2 არის პირველი ნაწილის პრიქველი და მოვლენები დაახლ. 20-40 წლით ადრე ვითარდება. თქვენ შეგიძლიათ სიუჟეტი გაიაროთ როგორც ადამიანი, ან როგორც გენეტიკურად მოდიფიცირებული ჰიბრიდი. იქნება ასევე გარკვეული ტიპის Multiplayer კომპონენტი. (თუმცა ზუსტი დეტალები არ გვაქვს)
თამაშის ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება - ძრავა 3 წელი იყო მზადებაში და შემქმნელები მიზნად ისახავენ სამყაროს ყველანაირი loading screen-ის გარეშე. გეგმის მიხედვით, თამაშის სამყარო რამდენიმე პლანეტას უნდა მოიცავდეს - დიახ, იქნება პლანეტებს შორის მოგზაურობა და ექსპლორაციაც. პლანეტებზე დროდადრო მეტეორიტებიც უნდა ჩამოვარდეს, რასაც თავისი გრაფიკული ეფექტიც მოჰყვება. NPC-ებს, პატარა გამონაკლისებით, ექნებათ დინამიურად გენერირებული მონაცემები და ისტორიები. წესით, ყოველმა Playthrough-მ რამე განსხვავებული უნდა მოიტანოს.
და ისევ მასშტაბი. ერთი სიტყვით - Mindblowing.
მე პირადად ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროექტზე მუშაობა დროულად წავა და საბოლოო პროდუქტიც ასეთი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ეჭვები არ მშორდება. პროტოტიპული გეიმპლეი შეგიძლიათ ქვემოთ ნახოთ.