ეს არის First Person Adventure ჟანრის პროექტი (შესაძლო RPG ელემენტებით), რომლის სიუჟეტი ვითარდება ალტერნატიულ ვიკინგების ერაში, სადაც ვიკინგებმა თითქმის ამოწყვიტეს ე.წ. "wight"-ები - ოთხ კიდურზე მცოცავი მოაზროვნე არსებები. თქვენ სწორედ მათ როლს კისრულობთ (სხვადასხვა ასაკის არსებებს აკონტროლებთ) და ებრძვით ადამიანებს, რაც რეალურად უჩვეულო პერსპექტივაა.
ქვემოთ ვიდეოში იხილავთ პირველ პროტოტიპულ გეიმპლეის, რომლის კომენტატორია დეივიდ გოლდფარბი (Payday-ს სერიის რეჟისორი). The Outsiders დაარსდა 2015 წელს და გუნდი ამ პროექტზე სავარაუდოდ უკვე 1 წელიწადია მუშაობს. წარმატებებს ვუსურვებთ და იმედი გვაქვს ბევრ სიურპრიზს გვიმზადებენ.
Project Wight -ის მოკლე პრევიუ.