Sunday, October 30, 2016

Windows 10-ის თამაშებს უკვე აქვთ offline რეჟიმი

  
   Major Nelson-ის განცხადებით, Windows 10-ზე გამომყენებლებს უკვე შეუძლიათ offline რეჟიმში თამაში, თუმცა არის რაღაც ნიუანსი.
   უპირველეს ყოვლისა, ოფიციალური ინსტრუქციების თანახმად :
  1.  Windows Update-ით ჩაწერეთ უახლესი განახლებები.
  2.  გახსენით Store და შედით პროფილის Settings-ში.
  3.  ჩართეთ ოპცია "Offline Permissions"
   იმ პატარა ნიუანსს რაც შეეხება - თუ offline რეჟიმზე გადასვლა გინდათ, მოგიწევთ ინდივიდუალური თამაშის ჩართვა სანამ ინტერნეტ კავშირი გაქვთ და მერე გადასვლა offline mode-ში. ასე ჩანს, სისტემაში შესვლა(login) მაინც საჭირო რჩება. ამიტომაც, თუ სადღაც უკავშირო ადგილში ხართ და იქვე რთავთ Store-ს, ვერაფერი გამოგივათ.
   რათქმაუნდა, ეს არ არის მთლად ისეთი ფუნქციონირება, როგორც გეიმერებს სურთ, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია.

რეკლამა