Sony PlayStation-მა ოფიციალური განცხადება გააკეთა და გვამცნო გრავიტაციული ექშენის Gravity Rush 2-ის გამოსვლის ვადის გადადება.
თამაში უნდა გამოსულიყო წელს 30 ნოემბერს თუმცა როგორც უკვე გითხარით Sony-მ ნაადრევად ნუ გიხარიათო და თარიღი მომავალი წლის 20 იანვრამდე გადაიტანა.
კომპანია კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს თუ რამ გამოიწვია ვადის გადაწევა თუმცა თამაშის შემქმნელის Keiichiro Toyama-ს თქმით ვადის გადაწევა გამოწვეულია იმით რომ ისინი ზრუნავენ მოთამაშეებზე.ნუ როგორც უკვე გამოცდილებიდან ვიცით ალბათ კომპანიამ რაიმე ხარვეზი იპოვა თამაშში და მისი გაუმჯობესების მიზნით აიღო მეტი დრო.
Gravity Rush 2-ს ექნება ასინქრონული კოოპერატიული რეჟიმი.მათ ვინც იყიდით თამაშს, უფასოდ მიიღებთ ერთ სიუჟეტურ დამატებას რომელიც კომპენსაცია იქნება თამაშის გამოსვლის გადატანისთვის.რა სახის დამატება იქნება ეს უცნობია.
თამაში როგორც უკვე გითხარით გამოდის მომავალი წლის 20 იანვარს ექსკლუზიურად PS4 პლათფორმაზე.