Monday, October 31, 2016

EA-მ შემთხვევით Origin-ში ბანი დაადო მთელ ქვეყანას


    EA-ს დაგეგმილი ჰქონდა, ა.შ.შ.-ის მიერ ამოქმედებული სანქციების თანახმად, Origin-ის მომსახურება შეეწყვიტა ზოგიერთ ქვეყანაში. ესენია :  სუდანი, სირია, ყირიმის რეგიონი, კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და მიანმარი. თუმცა ამ უკანასკნელს პრეზიდენტმა ობამამ  7 ოქტომბერს სანქციები მოუხსნა. მაგრამ, რატომღაც, მიანმარის გეიმერები ბოლო დღეებში ვერ შედიოდნენ თავიანთ Origin აქაუნთებში და , შესაბამისად, თავიანთ თამაშებს ვერ სწვდებოდნენ.

     #1ვისაც აინტერესებს მიანმარის მდებარეობა

    ეს ამბავი ყურადღების ცენტრში მივიდა Reddit-ის ფორუმებზე, სადაც გამომყენებლები საუბრობდნენ თავიანთი პრობლემების შესახებ და EA-მ ახსნა აწმყო სიტუაცია. კომპანიამ განაცხადა, რომ ის ზრუნავს მიანმარში მომსახურების აღდგენაზე - რადგანაც ეს ყველაფერი რეალურად არც უნდა მომხდარიყო. Reddit-ზე  ერთ-ერთმა ირანელმა გეიმერმაც თქვა, რომ Origin-ში ვერ შედიოდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია , ირანსა და დანარჩენ ქვეყნებში მომსახურება აღდგება თუ არა.
         

რეკლამა