Activision-ი, როგორც ვნახეთ, წელსაც არ აპირებს მოთამაშეების სურვილის დაკმაყოფილებას და ამის მაგივრად უშვებს კიდევ ერთ გალაქტიკურ შუტერს, რომელსაც მიუხედავათ იმისა რომ არანაირი პოტენციალი არ აქვს და არის ფულის მახე, ხალხი მაინც ყიდულობს.
ეს ყველაფერი არ არის, საუკეთესო ნაწილი ახალი Call Of Duty-ს მარკეტინგის არის სწორედ ზემოთხსენებული ხელოვნების ნიმუში, Call Of Duty: Modern Warfare. წარმოიდგინეთ ხართ ამხელა თამაშის დეველოპერი და ცდილობთ შექმნათ პროდუქტი რომელიც ყველა თქვენს მოთამაშეს მოეწონება, ბოლოს კი გამოდის რომ ისევ ის შექმენი რასაც ბოლო 3 წელია ქმნი. იწყებ ფიქრს რა შეიძლება ქნა, რომ გამოასწორო შენი შეცდომა და გაყიდვებით მილიარდები იშოვო და ბუმ, გარტყამს თავში იდეა, მოდი ავიღებ 2007 წლის თამაშს რომელიც ყველას მოსწონს და შევუცვლი მას გრაფიკას. გენიოსი ვარ.
ამის მერე გარტყავს თავში, რომ ხალხმა შეიძლება ცალკე იყიდოს ეს ხელოვნების ნიმუში და არ გაგეყიდოს თამაში რომელსაც ამდენიხანი ქმნიდი, გაფიქრდება კიდევ ერთი გენიალური იდეა, მოდი ამ ხელოვნების ნიმუშს ცალკე არ გამოუვშვებ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დავრთავ მოთამაშეს თამაში ჩაირთოს, თუ იყიდის ზემოთხსენებულ გალაქტიკური ბრძოლის სიმულატორს.
სწორად გაიგეთ, თქვენ არ შეგეძლებათ ითამაშოთ Modern Warfare, თუ არ ჩადეთ თქვენს კონსოლში Infinite Warfare-ს დისკი. ყველაზე კარგი ის არის, რომ სტანდარტულ გამოშვებას არ მოყვება Modern Warfare-ს დამატება. აუცილებლად უნდა იყიდოთ Speacial Edition, რომლის ფასიც 59.99$ იქნება.
ზედმეტი რომ არ ვილაპარაკო პირდაპირ გადავალ იმაზე, რისთვისაც ამ პოსტს დააკლიკეთ.
რამოდენიმე დღეა ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები Call Of Duty: Modern Warfare Remastered-ის გეიმფლეიების. მე მიზანშეწონილად ჩავთვალე, რომ ეს ვიდეოები ჩვენი ერთგული მკითხველისთვის გვეჩვენებინა.
GameSpot-ს აქვს გადაღებული ორი მისია, ესენია : Charlie Don't Surf და Shock and Awe. ვიდეოები ქვემოთ იქნება წარმოდგენილი.
თქვენთვის წერდა და Activision-ს აკრიტიკებდა, ზედმეტად სუბიექტური,