Tuesday, August 16, 2016

The Surge-ს შემქმნელებმა თამაშის გეიმფლეი წარმოადგინეს.



  სტუდია Deck13-მა რომელიც ავტორია პროექტისა "Lords of the Fallen", gamescom 2016-ის გამოფენაზე წარმოადგინა მისი ახალი პროექტის The Surge-სის გეიმფლეი სადაც ბრძოლის სისტემა და კრაფტინგია ნაჩვენები.

თამაშში მოქმედება მომავლის დედამიწაზე ხდება სადაც, აუტანელი უმუშევრობა სუფევს რადგან ნებისმიერ ელემენტარულ ფუნქციასაც რობოტები ასრულებენ.

შემქმნელების თქმით თამაში იქნება ჰარდკორული როლური ჟანრის თამაში სადაც გამოყენებული იქნება ბრძოლის ინოვაციური მექანიკა.მოთამაშე თამაშის გასვლის პროცესში სხვადასხვა ადგილებში აღმოაჩენს სხვადასხვა რესურსებს და ნახაზებს რაც დაეხმარება საკუთარი ეგზოკოსტიუმის და იარაღების გაუმჯობესებაში.ყველაზე ღირებული რესურსები კი თამაშში რთულად მოსაძებნია რადგან ისინი საგულდაგულოდ არის დამალული და მათ აღმოსაჩენად დიდი ყურადღება გმართებთ.

თამაში გამოვა 2017 წელს PC, PS4 და Xbox One პლათფორმებზე.



რეკლამა