Wednesday, August 17, 2016

"Legendary Entertainment" იღებს ფილმს POKEMON-ზე


    დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა ჭორები Pokemon-ზე სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებებზე და მეც ძალიან ბევრი რამ დავწერე ამის შესახებ Venatus-ზე, მაგრამ ეს ყველაფერი იყო უბრალოდ სიახლეები რომლებიც მიგვითითებდა რომ უახლოეს მომავალში ვიხილავდით ფილმს Pokemon-ზე, ახლა კი შევდივარ ინტერნეტში და ვხედავ რომ ფილმის გადაღებები უკვე დააანონსეს. ფილმის გადაღება როგორც ჩანს ჩინეთის Legendary Entertainment-მა ითავა და ვფიქრობ საინტერესოდაც გამოუვათ.

    უკვე ვიცით რომ MARVEL-ის Guardians Of The Galaxy-ს და Captain Marvel-ის სცენარის მწერალი Nicole Perlman-ი იმუშავებს Pokemon-ის სცენარზე Gravity Falls-ის მწერალთან Alex Hirsch-თან ერთად.

    Variety გვატყობინებს რომ Universal Pictures გაუძღვება გადაღებებს იაპონიის გარეთ ხოლო იაპონიაში გადაღებებს მიხედავს Toho, როგორც Godzilla-ზე იყო.

    Pokemon-ზე სრულმეტრაჟიანი ლაივ-ექშენ ფილმის გადაღება დიდი დავის ქვეშ იყო, ძალიან პოპულარული მობილური თამაშის Pokemon Go-ს გამოსვლამდე, თამაში შესაძლებლობას გვაძლევს დავიჭიროთ პოკემონები რეალურ დროში, ვიბრძოლოთ და ა.შ.

    Pokemon შეიქმნა 1995 წელს და მას შემდეგ გაიყიდა 279 მილიონი ვიდეო თამაში მსოფლიოს გარშემო, ნაყიდი იყო 21.5 მილიარდი ბარათით და გაგზავნილი იყო 74 ქვეყანაში და ანიმაციურ სერიალს აქვს 19 სეზონი. უახლოეს მომავალში კიდევ იგეგმება რამდენიმე თამაშის შექმნა.


რეკლამა