Saturday, July 23, 2016

პირველი პირის მოდი The witcher 3-სთვის.



   The witcher 3 სერიის ყველაზე წარმატებული პროექტია რომელიც დღემდე გრაფიკული მონაცემებით ერთ-ერთ ულამაზეს თამაშად რჩება და მის გაუმჯობესებაზე მუშაობა როგორც ჩანს დღემდე არ შეწყვეტილა.ცნობილი ხდება რომ CDPR forum-ის ერთ-ერთი წევრი ‘skacikpl მუშაობს თამაშის First person mode-ზე.ავტორმა განაცხადა რომ მოდის პირველი ვერსია მალე იქნება მზად,ასე რომ მათ ვისაც უკვე გაქვთ თამაში და ტკბებიტ მისი საოცარი სამყაროთი მალე უფრო ლამაზად წარმოგიდგებათ თვალწინ თამაში.
პირველი პირი ძალიან პოპულარული და ხელსაყრელია რათა მოთამაშემ თამაშში თავი უფრო მეტად ინტეგრირებულად იგრძნოს და როგორც იცით ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ Rockstar Games-მაც მიმართა ამ ხერხს და თავისი ყველასათვის ცნობილი თამაშის GTA-ს მეხუთე სერიისთვის პირველი პირის მოდი შეიმუშავა რაც ნამდვილად სასიამოვნოა.

ბოლოს კი გეტყვით რომ მსოფლიოს მასშტაბით The witcher 3-ის 10 მილიონი ასლია უკვე გაყიდული,მონაცემები მოიცავს ყველა პლათფორმას. ჯერჯერობით არ არის ზუსტი მონაცემები სხვადასხვა პლათფორმებთან მიმართებაში თუ რა წილი მოდის მათზე ცალ-ცალკე მაგრამ გაყიდვების დიდი ნაწილი მოდის PC პლათფორმაზე.   




რეკლამა