Friday, July 22, 2016

CoD : Infinite Warfare - ახალი "Black Sky" გეიმპლეი ტრეილერი

   Infinity Ward-მა გამოუშვა ახალი გეიმპლეი ტრეილერი Infinite Warfare-სთვის, რომელშიც ნაჩვენებია თამაშის ადრინდელი მისიები.ესენი Call of Duty-სთვის უფრო ტრადიციულ ფორმულას მიჰყვება ,  E3-ის დემოსთან შედარებით.
   ამჯერად მთელი კამპანიის განმავლობაში გააკონტროლებთ 1 პროტაგონისტს (Reyes), გექნებათ თქვენივე გემი და დაჯგუფება.როგორც ხედავთ, შემქმნელებმა დაამატეს ბევრი ახალი გაჯეტი - ობობის ფორმის ასაფეთქებელი დრონი, იარაღის სამიზნის გადაკეთება, საინტერესო ახალი სამიზნე (Shotgun-ზე) და მეტი.
    ყველაზე მეტად გასაკვირი კი ისაა, რომ (ჯერჯერობით?) "Like"-ების რაოდენობა ჭარბობს "Dislike"-ების რაოდენობას - საერთოდ, E3-დან დაწყებული გეიმერები, როგორც ჩანს, ახალ ნაწილზე აზრს იცვლიან.
     თამაში გამოვა 4 ნოემბერს, მანამდე კი ნახეთ ეს გეიმპლეი :


რეკლამა