Saturday, June 11, 2016

Sherlock Holmes : The Devil's Daughter უკვე გამოსულია, ახალი ტრეილერი

   უკრაინულმა სტუდიამ Frogwares წლების მანძილზე Sherlock Holmes-ზე თამაშების შექმნის დიდი გამოცდილება დააგროვა, რომელიც აისახა მათ წინა პროექტში- Crimes and Punishments და ახლა ისინი ამავე სტილში აგრძელებენ The Devil's Daughter-თანაც.
   თამაშის უახლეს Launch ტრეილერში ჩვენ ვხედავთ ხელჩართულ ბრძოლებს, მახეებს, დიალოგებს და, რაც ყველაზე გასაკვირია, მაიას პირამიდებსაც კი. გრაფიკა სათანადოდ გამოიყურება. 
    როგორც ცნობილია, The Devil's Daughter-ში იქნება 5 გასავლელი მისია. აქ გვხვდება ისეთი იკონური არეალებიც, როგორიცაა შერლოკის ბინა (Baker Street-ზე) და Scotland Yard. აქ ისევ გვხდება დეტექტიური მექანიკა - სამხილების ანალიზი, დასკვნების გამოტანა. ასევე, დიალოგისას დროის შენელება საეჭვო/საინტერესო დეტალების შესამჩნევად.
    თამაშის პირველი შეფასებებიც დაიდო.მომხმარებლებისგან საკმაოდ დადებითია,ხოლო კრიტიკოსებისგან ჯერჯერობით საშუალო . მათი თქმით, თამაშის მთავარი ნაკლია ტექნიკური პრობლემები და QuickTime მოვლენები. ძლიერი მხარეა სიუჟეტი, გამომძიებლური გეიმპლეი და აუდიო-ვიზუალები.
    შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ ტრეილერი : 

   

რეკლამა