Saturday, June 11, 2016
"Cars 3" - რა ვიცით ანიმაციის შესახებ
Cars - ბევრი ადამიანის ერთ-ერთი საყვარელი მულტფილმი, რომელიც დღესაც Disney-სა და PIXAR-ის ერთ-ერთ საუკეთესო ანიმაციად ითვლება. არც ისე დიდი ხნის წინ გავიგეთ იმის შესახებ რომ გამოდის მისი მესამე ნაწილი და ძალიან ბევრს გაუხარდა, თანაც სწრაფად გავრცელდა პირველი სურათები ანიმაციიდან, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ბევრი მაინც არაფერი ვიცოდით და დღესაც არც ისე ბევრი ვიცით ამ ახალი და ალბათ შესანიშნავი ანიმაციური ფილმის შესახებ.
PIXAR-მა დაიწყო თავისი მრავალი წლის წინ გადაღებული ანიმაციების გაგრძელებების გადაღება და ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა მანქანები 3 იგივე Cars 3. მიუხედავად იმისა რომ წინა ნაწილმა ვერ მოიპოვა იმდენი პოპულარობა რაც ორიგინალმა, მაინც რჩება იმედები იმისა რომ მესამე ნაწილი კვლავ გააოცებს ფანებს.
ეს არის ის ერთადერთი სურათები რაც დღეს გვაქვს. Finding Dory-დან დაწყებული და Toy Story-ს ახალი ნაწილით დამთავრებული ბევრ ანიმაციას ექნება გაგრძელება და საინტერესოა ისიც რომ Cars 3 გამოდის ზუსტად ერთი წლის შემდეგ Finding Dory-ს პრემიერიდან. Entertainment Weekly-მ დაუსვა კითხვები PIXAR-ის დირექტორს John Lasseter-ს ამის შესახებ და მისმა პასუხებმა უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც ჩანს მესამე ნაწილი უფრო დაემსგავსება პირველ ნაწილს ვიდრე ჯაშუშებით სავსე მეორე ნაწილი. John Lasseter-მა განაცხადა: "ფილმი ძალიან საინტერესო იქნება, გასაოცარი იქნება Lightning McQueen-ი და ასევე იქნება ბევრი ახალი პერსონაჟიც. ისტორია ძალიან ღრმად ემოციური და განსაკუთრებული იქნება და ასევე დიდი ემოციური დატვირთვა ექნება Doc Hudson-თან ურთიერთობას და Doc Hudson-ის ხსოვნას.
Doc Hudson-ი იყო პატარი ქალაქ Radiator Springs-ის მოსამართლე. მას ახმოვანებდა დიდებული Paul Newman-ი მაგრამ ეს გახმოვანება მისთვის საბოლოო აღმოჩნდა რადგან იგი 2008 წელს გარდაიცვალა. Cars 2-ში გამხმოვანებელი არ შეცვლილა და ანიმაციის დასაწყისში ვიგებთ იმის შესახებ რომ Doc Hudson-იც გარდაიცვალა. ცხადია მესამე ნაწილში არ იქნებიან საიდუმლო ჯაშუშები როგორც ეს მეორე ნაწილში იყო და აშკარად გადავინაცვლებთ ერთი ნაბიჯით უკან დასაწყისამდე.
იმედია ამ ინფორმაციამ ცოტათი მაინც გაგიღვიძათ ელვა მაკქუინის ნახვის სურვილი და წინა ნაწილებს თუ არ გადახედავთ დარწმუნებული ვარ ახალ ნაწილს მაინც დაელოდებით ერთი სულით.