Thursday, June 2, 2016

Rockstar-ი მუშაობს განახლებაზე რომელიც GTA V-ს ახალ ქალაქს დაამატებს??



  რას გვიმზადებს Rockstar-ი? ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ, Rockstar-ი მუშაობს GTA V-ის ახალ განახლებაზე რომელიც თამაშის რუკას ახალ ქალაქს დაამატებს რომელიც სავარაუდოდ Liberty City იქნება.უცნობია განახლება მთლიანად მოიცავს თამაშის სიუჟეტურ და ონლაინ ხაზს თუ ის მხოლოდ ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.
კონკრეტულად GTAForums-ზე გავრცელდა ინფორმაცია ამის შესახებ სადაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა მხატვარ ადრიან პეიჯის პორთფოლიოს ქექვისას რომელიც მუშაობს Rockstar-ში 2011-ი წლიდან აღმოაჩინა GTA V-ის სქრინი სადაც აშკარად Liberti City-ია წარმოდგენილი GTA-ს გასული მეოთხე ნაწილიდან.

ამ ფაქტის შესახებ კომპანიას არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია რაც იმაზე მიუთითებს რომ ინფრმაცია ჯერ-ჯერობით ჭორის დონეზეა.






რეკლამა