რამოდენიმე მცირე ტიზერის შემდეგ კომპანია EA-მ წარმოგვიდგინა Star Wars: Battlefront 2-ის სრული თრეილერი რომელიც ნაჩვენები იქნა ღონისძიებაზე Star Wars Celebration.
თრეილერი გადაღებულია სათამაშო ძრავაზე და დამერწმუნებით რომ გრაფიკულად თამაში ნამდვილად მშვენივრად გამოიყურება.
თრეილერში ნაჩვენებია კადრები როგორც თამაშის სიუჟეტური ხაზიდან ასევე მრავალმომხმარებლური რეჟიმიდან.
თამაშის შექმნაზე ერთდროულად მუშაობს სამი სტუდია DICE, Motive და Criterion-ი.
მრავალმომხმარებლურ რეჟიმში ბრძოლები გაიმართება ”ვარსკვლავური ომების” ყველა ერას შორის.
თამაში გამოდის 17 ნოემბერს PC, PS4 და Xbox One პლათფორმებზე.