Wednesday, March 1, 2017

The Division-ის დეველოპერმა Avatar-ის თამაში დააანონსა

პანდორა გელით

          ახლახანს დაანონსდა, რომ Ubisoft გახდა Lighstorm Entertainment-ისა და Fox Entertainment-ის პარტიონრი ახალი თამაშის შესაქმნელად Avatar-ის სამყაროში. ამ პროექტს იხელმძღვანელებს Massive Entertainment - იგივე სტუდია, რომლისგანაც The Division მივიღეთ.
ჯეიმს კამერონის IMDB გვერდიდან
          როგორც ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იცოდეს, ჯეიმს კამერონი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა Avatar-ის სიქველებზე. არა ერთზე, არამედ რამდენიმეზე. თუ ეს გამოიყურება ამომწურავად დაგეგმილი სერიისავით, საინტერესოა იმის წარმოდგენა, თუ როგორ დაუკავშირდება ვიდეოთამაში ფილმების შინაარსებს.
          კამერონმა შემდეგი კომენტარი დატოვა :
  Massive -ის შესახებ ყველაზე მეტად რამაც  გამაოცა იყო ამ გუნდის ენთუზიაზმი პროექტის მიმართ და მათი Snowdrop ძრავის შესაძლებლობები. მე მჯერა, რომ Massive Entertainment წარმოადგენს სწორ არჩევანს პანდორას სილამაზეებისა და ხიფათების ვიდეოთამაშის ფორმატში გადასატანად.
          Snowdrop-ის ხსენებით - საინტერესოა, თუ რამდენად გამახვილდება ყურადღება პროექტის გრაფიკულ მხარეზე - პირველი ფილმის ერთ-ერთი (ან იქნებ ყველაზე) მთავარი ხიბლი ხომ სწორედ მისი ვიზუალური მხარე იყო? ირონიულად, ამ თაობის მანძილზე Ubisoft-მა სახელი გაითქვა არაერთი გრაფიკული დეგრადაციით.

Welcome to Pandora.

          კიდევ უფრო საინტერესოა Massive-ის წევრების კომენტარები და დაპირებები :
         ეს აუცილებლად უნდა იყოს დაუვიწყარი გამოცდილება, რომლის დროსაც თქვენ შეძლებთ პანდორას ნახვას და ალტერნატიული ცხოვრების დაყწებას
         ზემოთთქმული კითხვას ბადებს მომავალი პროექტის ჟანრის შესახებ. გუნდის წევრები ანონსის ვიდეოს გამნავლობაში გვპირდებიან თავისუფალ და არჩევნებით სავსე გამოცდილებას , რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ Avatar-ის ვიდეოთამაშს ღია სამყარო ექნება (და შესაძლო RPG ელემენტები).
         ანონსის ვიდეო შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.






          

რეკლამა