Wednesday, March 1, 2017

Metro-ს შემქმნელებმა ახალი პროექტის Arktika.1-ის 25 წუთიანი სათამაშო პროცესი და რამოდენიმე სქრინი გვიჩვენეს.


   სტუდია 4A Games-მა რომელიც ცნობილია, პოსტ-აპოკალიფსური შუთერის სერიებით Metro,GDC 2017-ზე წარადგინა პროექტ Arktika.1-ის 25 წუთიანი სათამაშო პროცესი და რამოდენიმე სქრინი.
 
თამაში შექმნილია სპეციალურად VR (ვირტუალური რეალობა) პლათფორმისთვის კონკრეტულად კი Oculus Rift-ისთვის. თამაში შესაძლებელია კონტროლერით Oculus Touch.
შემქმნელები თამაშში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ შეიარაღებას,მათ დიზაინ,ხმას და რაც მთავარია მოდიფიცირების დიდ შესაძლებლობებს.მოდულების დახმარებით შესაძლოა აბსოლუტურად ნულიდან შექმნათ ახალი იარაღი.



თამაშის სიუჟეტი შემდეგია : აპოკალიფსის შემდეგ გავიდა 100 წელი და ჩვენს სამყაროში დაიწყო დიდი გამყინვარების პერიოდი.საცხოვრებელ ზონად გამოსადეგია მხოლოდ ეკვატოული რეგიონები.
მაგრამ ადამიანთა მცირე ჯგუფი ახერხებს გადარჩენას რესურსებით მდიდარ რეგიონებში ჩრდილოეთით და სამხრეთით.
მთავარი გმირი არის დაქირავებული მებრძოლი, რომლის დავალებაა დაიცვას ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონია, ძველი რუსეთის ტერიტორიაზე მძარცველების შემოსევებისა და საშიში არსებებისგან.



თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2017 წლის მესამე კვარტალში.




რეკლამა